საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ასევე ნახეთ
"ყველა მნიშვნელოვან ძეგლს დიდი გასაჭირი აქვს", - ამბობს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი„შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს. საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. პატრიარქის კურთხევით, უახლოეს ხანში ჯგუფის მუშაობის გეგმა განიხილება“, - აცხადებენ საპატრიარქოს პრესსამსახურში.
ასევე ნახეთ
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი: საჭირო გახდა სამუშაოების პერიოდის გახანგრძლივებაერთ-ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია საქართველოს კულტურის სამინისტროს დაკვეთით 2015 წელს დაიწყო. როგორც საპატრიარქომ 2023 წელს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, „ტაძრის მკლავებისა და მინაშენების გადახურვა არასწორი მეთოდოლოგიით, უხარისხო მასალებით და უდიერი მიდგომით განხორციელდა“ - სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც წვიმის დროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ზიანდებოდა.
ასევე ნახეთ
საპატრიარქო გელათზე: დღეს მომუშავე ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებითასევე ნახეთ
ელისო ბოლქვაძე გელათზე: საერთოდ, უნდა ითქვას, რომ სიძველის გადარჩენა არ არის ადვილირამდენიმე თვეში გელათის რესტავრაცია სახელმწიფომ საპატრიარქოს გადააბარა.