რუსეთის მთავრობის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სააგენტომ, „როსსელხოზნადზორმა“, პარასკევს, 24 ივლისს, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნება ამ თვეში მისი წარმომადგენლების მიერ სომხურ რძის საწარმოებში ჩატარებულ ერთკვირიან ინსპექტირებას.
რუსული მხარის მტკიცებით, შემოწმებისას გამოვლინდა „ინფიცირებული პირუტყვისგან მიღებული რძისა“ და „მესამე ქვეყნებიდან შემოტანილი ნედლეულის“ გამოყენება, რაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი „ევრაზიული ეკონომიკური კავშირის“ „თავისუფალი ვაჭრობის წესებს არღვევს“.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა დახმარება აღუთქვა კომპანიებს, რომლებიც რუსეთის სანქციებით დაზარალდებასომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციამ 24 ივლისსავე უარყო მსგავსი დარღვევების არსებობა.
უწყების პრესსპიკერმა, ანუშ ჰარუთიუნიანმა, განაცხადა, რომ სააგენტო რეგულარულად ამოწმებს ყველა ადგილობრივ რძის საწარმოს და დაუყოვნებლივ იღებს ზომებს იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს არღვევენ.
სანიტარული ნორმების დაცვის მოტივით, რუსეთის ხელისუფლებამ მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში უკვე დაბლოკა სომხეთიდან მრავალმილიონიანი იმპორტის არაერთი პარტია, რომლებიც მოიცავდა ხილს, ბოსტნეულს, მინერალურ წყლებს, ყვავილებს, თევზსა და ზოგიერთ ალკოჰოლურ სასმელს, მათ შორის სომხურ კონიაკს.
ასევე ნახეთ
რუსეთმა სამი სომხური მწარმოებლის ღვინისა და კონიაკის გაყიდვა აკრძალამოსკოვი აგრძელებს შეზღუდვების დაწესებას სომხეთის მიერ ევროკავშირთან დაახლოების შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და პროდასავლური კურსის საპირწონედ.
რუსეთი ერევანს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გააკეთოს არჩევანი - გააგრძელოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა, თუ დარჩეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გამორიცხა თავისი საგარეო პოლიტიკის კურსის შეცვლა.
ასევე ნახეთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი რუსეთში იმყოფებაამასთან, ის აცხადებს, რომ სომხეთს ასეთი არჩევანი ამჟამად არ უდგას და გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ორი ინტერესი ერთმანეთის საპირწონედ დადგება.
ფაშინიანის თქმითვე, 6 ივლისს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან გამართული შეხვედრის დროს მხარეებმა მიაღწიეს გარკვეულ, თუმცა დაუკონკრეტებელ „ურთიერთგაგებებს“.
თუმცა ჯერჯერობით მოსკოვს არცერთი დაწესებული შეზღუდვა არ გაუუქმებია და არც შეუმსუბუქებია.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს დეპუტატმა ვლადიმირ ჯაბაროვმა 22 ივლისს განაცხადა, რომ მიხაილ მიშუსტინმა ნიკოლ ფაშინიანთან გამართული მოლაპარაკებების დროს კვლავ გაიმეორა მოსკოვის მოთხოვნები და „სომხეთმა არჩევანი უნდა გააკეთოს“.
2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერევანში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე ევროკავშირი სომხეთს გაუწევს ფინანსურ და სავაჭრო დახმარებას.
ევროკავშირი აპირებს საბაჟო გადასახადისგან გაათავისუფლოს სომხეთიდან იმპორტირებული პროდუქციის 80% - ხილი, ბოსტნეული და სასმელები. ვაჭრობის დივერსიფიკაციის ხელშესაწყობად სომხეთი ევროკავშირისგან მიიღებს დამატებით 80 მილიონი ევროს დახმარებას.