უკრაინის დრონებით დარტყმები განხორციელდა რუსეთის დონის როსტოვზე და ეკატერინბურგზე

უკრაინის დრონებით დარტყმები განხორციელდა რუსეთის დონის როსტოვზე და ეკატერინბურგზე, 2026 წლის 25 ივლისი

უკრაინის დრონებმა 25 ივლისის ღამით და დილით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიშები. დარტყმების შედეგად ხანძრები გაჩნდა ეკატერინბურგსა და დონის როსტოვში.

ეკატერინბურგში დარტყმა განხორციელდა კომპანია Wildberries-ის საწყობზე. ცეცხლი გაუჩნდა ახლოს გაჩერებულ ავტომობილებს, სოციალურ ქსელში ვრცელდება დარტყმის შედეგების ამსხახველი ვიდეოჩანაწერები.

იუწყებიან, რომ მეხანძრეები ცდილობენ ხანძრისგან იხსნან საკუთრივ საწყობების ნაგებობები. დაშავებულებზე ინფორმაცია არ არის.

კომპანია Wildberries-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა და საკუთრივ საწყობი არ დაზიანებულა. ანალოგიური განცხადებით გამოვიდა ხელისუფლებაც.

კომპანია Wildberries-ის საწყობები ბოლო დღეებში რუსეთის რამდენიმე რეგიონში დაექვემდებარა დარტყმებს - მათ შორის მოსკოვის ოლქში და პეტერბურგთან ახლოს. ეკატერინბურგი უკრაინიდან 1800 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

ასევე ნახეთ

რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?

როსტოვის ოლქის ხელისუფლება იუწყება დრონების მასშტაბური იერიშის შესახებ დონის როსტოვზე.

გუბერნატორი იური სლიუსარი ხუთი დაშავებული შესახებ იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 328 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 ივლისს ილაპარაკა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთზე ბოლო 24 საათის განმავლობაში მიტანილ იერიშებზე. მისი თქმით, კიდევ ერთი დარტყმა განხორციელდა კიროვში განთავსებულ ქარხანაზე. ზელენსკიმ ასევე ილაპარაკა იერიშზე ტიუმენში განთავსებულ ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოზე, ეკატერინბურგში საწყობზე და საწვავი და საპოხი მასალების საწყობზე როსტოვში. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, დარტყმები განხორციელდა საბრძოლო და სატვირთო ხომალდზე კასპიის ზღვაში.

ასევე ნახეთ

თეთრი სახლი ამბობს, რომ ტრამპი და ზელენსკი მომავალ კვირაში შეხვდებიან