მოკლედ
- ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავარიისას 14 ადამიანი დაშავდა - ყველა მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
- შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
- შემთხვევა 26 ივნისის დილის საათებში მოხდა - როგორც შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ავტოსაგზაო შემთხვევაში სხვა ავტომობილი არ ფიგურირებს - პირველადი ვერსიით ავტობუსის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და მანქანა ჯერ გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მერე კი ამოტრიალდა;
- დაშავებული მგზავრების ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ამავე ექიმის ცნობით, შედარებით მძიმე დაზიანებები აქვს კიდევ ხუთ მგზავრს.
"ახალგაზრდა მამაკაცს და ქალბატონს წელის არეში აქვთ წელის მალების განივი მორჩების მოტეხილობა. ერთ ქალბატონს აქვს მხრის ძვლის მოტეხილობა, ცდომის გარეშე, ორი ქალბატონი არის დაჟეჟილობებით" - უთხრა მან ჟურნალისტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკონკრეტებს, როგორია დაშავებულთა მდგომარეობა - უწყებაში გვითხრეს რომ დაკავებული არ არის ავტობუსის მძღოლი.
ავტობუსი, რომელიც გზიდან გადავარდა, პირველადი ინფორმაციით ტურისტებს ემსახურებოდა, მოგვიანებით, შსს-მ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეს იყო სამგზავრო ავტობუსი, რომლითაც არა მხოლოდ ტურისტები, საქართველოს და სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მგზავრობდნენ.
ზესტაფონის კლინიკის ცნობით, დაშავებული მგზავრებიდან 5 უკრაინის მოქალაქეა.