ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ფიფამ უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატის უფლების ნაწილის კერძო ინვესტორებისთვის გაყიდვის გეგმებზე. ამის შესახებ განცხადება FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გააკეთა.
„ყველა მოსაზრების ყურადღებით მოსმენის შემდეგ, მივედით დასკვნამდე, რომ პროექტმა გამოიწვია უთანხმოება, რომელიც, მხარდაჭერის დონის მიუხედავად, აღარ ემსახურება თავდაპირველი მიზნის ინტერესებს“, - განაცხადა ინფანტინომ.
ივლისის ბოლოს, FIFA-ს პრეზიდენტმა გამოაცხადა FIFA Forward Enterprise-ის შექმნის გეგმები, რომელიც FIFA-ს მთავარი შეჯიბრებების კომერციულ და ოპერაციულ ფუნქციებს განახორციელებდა. ამ ერთეულის დაახლოებით 20%-ის კერძო ინვესტორებისთვის გაყიდვა იგეგმებოდა.
პოტენციურ ინვესტორებს შორის იყო Thrive Eternal, რომელიც დააარსა ჯოშუა კუშნერმა, ჯარედ კუშნერის ძმამ, რომელიც ასევე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძეა.
ამ გადაწყვეტილებამ მრავალი ეროვნული საფეხბურთო ფედერაციის კრიტიკა გამოიწვია. ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) გადაწყვიტა, ფიფას მიერ დაფინანსებული შეჯიბრებების ბოიკოტი გამოეცხადებინა, თუ ორგანიზაცია თავის გეგმებს არ შეწყვეტდა.
ასევე ნახეთ
FIFA-ს ხელმძღვანელის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა პროტესტის ნიშნადFIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს უფროსმა მრჩეველმა 31 ივლისს თანამდებობა დატოვა მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვის გეგმების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად - კარლოს კორდეირომ გეგმას „ფეხბურთისთვის ცუდი გარიგება“ უწოდა.
კორდეირომ, რომელიც ინფანტინომ 2021 წელს FIFA-ს მომავლის ჩამოყალიბებაში დასახმარებლად დანიშნა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ფეხბურთის მომავალს გირაოდ გასცემს ყოველგვარი დამაჯერებელი გამართლების გარეშე“.