ეს მოხდა მას მერე, რაც ფაშინიანის მთავრობა ფორმალურად, კონსტიტუციური პროცედურის შესაბამისად გადადგა, ახალი შემადგენლობის პარლამენტის პირველ სამუშაო დღეს. სომხეთის კონსტიტუციით, ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი უფლებამოსილებას თმობს და შემდეგ პრეზიდენტი ხელახლა ნიშნავს პრემიერ-მინისტრს - რომელიც, თავის მხრივ, ახალ ხელისუფლებას აყალიბებს. მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებამდე მინისტრები აგრძელებენ მოვალეობის შესრულებას.
სომხეთში ივნისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" მიიღო ხმების თითქმის 50 პროცენტი და 64 მანდატი 105-ადგილიან პარლამენტში - რაც მას უნარჩუნებს შესაძლებლობას დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა.
ოპოზიციური პარტიები - მათ შორის ბლოკები "ძლიერი სომხეთი" და "სომხეთი" - უარს აცხადებენ არჩევნების შედეგის აღიარებაზე და ლაპარაკობენ ხშირ დარღვევებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე და კანდიდატებზე ზეწოლის თაობაზე.