სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე 4 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ სუმიზე დარტყმა იყო ექვსი მართვადი ავიაბომბით.
კერძო სახლის ნგრევის შედეგად დაიღუპნენ 5 და 10 წლის გოგოები. დაღუპულია ხანდაზმული ქალიც. ქალაქში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და არასაცხოვრებელი შენობები.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სუმიზე შეტევა იყო რუსული უპილოტო საფრენი აპარატებითაც.
ქალაქ სუმის დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლი. 2026 წლის 4 აგვისტო
ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ ღამით დრონებით შეტევა იყო რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ნიკოლაევზე, სადაც 89 წლის ქალი დაიღუპა. დაიჭრა შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
დანგრეულია ორი კერძო სახლი და დაზიანებულია შვიდი კერძო და სამი მრავალბინიანი სახლი. ნიკოლაევის რაიონის გალიცინის თემში ხანძარი გაუჩნდა საწყობებს. რა საწყობებია ეს, სამხედრო ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია.
მანამდე, 3 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა დრონებით შეუტიეს ნიკოლაევის პორტს, სადაც სამი სამოქალაქო გემი დაზიანდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, 3 აგვისტოს ნიკოლაევის და ოდესის პორტებში დაარტყეს გემებს, რომლებზეც „სამხედრო დანიშნულების“ ტვირთი იყო.
ასევე ნახეთ
დრონებით შეტევა იყო მოსკოვის და პეტერბურგის მახლობლად, Wildberries-ის საწყობებზეუკრაინის საჰაერო ძალების მიერ 4 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 136 უპილოტო საფრენი აპარატით.
დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო რაკეტით და 14 დრონით პირდაპირი დარტყმა 14 ადგილზე.
შეტევა რუსეთზე
გასული ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალები უპილოტო საფრენი აპარატებით უტევდნენ რუსეთის რეგიონებს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თანახმად, ქალაქ ჩეხოვის სამრეწველო ზონაზე დრონებით შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
ქალაქ ჩეხოვის სამრეწველო ზონაში სხვადასხვა კომპანიის, მათ შორის Wildberries-ის საწყობებია. 4 აგვისტოს, ონლაინ-გაყიდვების ამ კომპანიის საწყობებზე დრონებით შეტევა იყო ლენინგრადის ოლქის დაბა კრასნი ბორში.
რუსეთის ტვერის ოლქის გუბერნატორ ვიტალი კოროლიოვის ცნობით, დრონის „ნამსხვრევმა ნაწილობრივ დააზიანა” Wildberries-ის საწყობის კედელი ქალაქ ტვერთან მდებარე დაბა ემაუსში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 4 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 3 აგვისტოს საღამოს რვიდან 4 აგვისტოს დილის რვა საათამდე რუსეთის 18 რეგიონში, მათ შორის მოსკოვის, ლენინგრადის და ტვერის ოლქებში და ყირიმში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს” 320 უკრაინული დრონი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.