სამი მხვილი ბანკი - Deutsche Bank, Bank of America და JPMorgan Chase - აჭიანურებდნენ სექსაულიზებული დანაშაულებებისთვის მჯავრდადებულ გარდაცვლილ ამერიკელ ფინანსისტ ჯეფრი ეპსტინთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშების წარდგენას. Bloomberg-მა ამის შესახებ სამშაბათს, 4 აგვისტოს, განაცხადა დემოკრატი სენატორის, რონ უაიდენის, 67-გვერდიან ანგარიშზე დაყრდნობით.
კეროდ, დოკუმენტის თანახმად, Deutsche Bank-მა დადგენილ ვადაში არ განაცხადა ეპსტინთან დაკავშირებული 250 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ტრანზაქციების შესახებ, რაც მოიცავდა რუსეთში და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ქალებისთვის გადარიცხვებს. Bank of America-მ ეპსტინთან და მილიარდერ ლეონ ბლეკთან დაკავშირებული 170 მილიონი დოლარის ღირებულების ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა მათი განხორციელებიდან მხოლოდ 5-7 წლის შემდეგ. მათ შორისაა ისეთი ტრანზაქციები, რომლებსაც, ბანკის თქმით, „არ ჰქონდა აშკარა ეკონომიკური, საქმიანი ან იურიდიული მიზანი“. ამერიკული საინვესტიციო კომპანია Apollo Global Management-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ბლეკმა, განაცხადა, რომ ეპსტინს მემკვიდრეობის დაგეგმვისა და საგადასახადო კონსულტაციისთვის გადაუხადა და რომ მას არ ჰქონდა ინფორმაცია ეპსტინის კრიმინალური საქმიანობის შესახებ, აღნიშნავენ ჟურნალისტები.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, ბანკები ვალდებული არიან, საეჭვო ტრანზაქციების შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს აცნობონ მათი აღმოჩენიდან 60 დღის განმავლობაში. უაიდენის ანგარიშში ნახსენებმა სამივე ბანკმა გააკეთა ეს, თუმცა ზოგ შემთხვევაში მხოლოდ რამდენიმე წლიანი დაგვიანების შემდეგ.
Deutsche Bank-მა უარი თქვა Bloomberg-ისთვის კომენტარის გაკეთებაზე. Bank of America-ს წარმომადგენელმა, ები კოლინზმა, განაცხადა: „ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს სამართლებრივ და მარეგულირებელ ვალდებულებებს და, როგორც ადრე განვაცხადეთ, ბანკს ხელი არ შეუწყვია უკანონო ქმედებების ჩადენისთვის“. განცხადებაში JPMorgan-მა აღნიშნა, რომ მან 2022 წელს დაიწყო ეპსტინთან დაკავშირებული საეჭვო ტრანზაქციების შესახებ ანგარიშების წარდგენა მარეგულირებლებისთვის და გააფართოვა მოწოდებული ინფორმაციის ფარგლები „მას შემდეგ, რაც 2019 წელს მისი დანაშაულების სრული მასშტაბიგახდა ცნობილი“.
ლეონ ბლეკის ადვოკატმა, სიუზან ესტრიჩმა, სენატორის ანგარიშში მოცემულ ბრალდებებს „აღმაშფოთებელი და ცრუ“ უწოდა. მან მოიყვანა კომპანია Apollo-ს მიერ შეკვეთილი 2021 წლის ანგარიში, რომელშიც მოცემულია დასკვნა, რომ ბლეკის მიერ ეპსტინისთვის გადახდილი თანხები იყო კომპენსაცია ლეგიტიმური საგადასახადო და ფინანსური მომსახურებისთვის. ესტრიჩმა უაიდენი დაადანაშაულა ფედერალური წესის დარღვევაში, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებს უკრძალავს ფინანსთა სამინისტროს საბანკო ინფორმაციის გამჟღავნებას იმ ტრანზაქციების შესახებ, რომლებსაც ისინი საეჭვოდ მიიჩნევენ.
ამასობაში, რონ უაიდენის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ეს წესი აშშ-ის კონგრესზე არ ვრცელდება და რომ სენატორმა ინფორმაცია გაამჟღავნა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.