გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ფლორიდის შტატიდან, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო კრემლზე ზეწოლის გაძლიერების მომხრეა, რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (რთე/რთ) უთხრა, რომ ეს ორი გამოწვევა ერთმანეთისგან განუყოფელია:
რთე/რთ: გასულ კვირაში ვიხილეთ როგორ აქტიურად ლობირებდით სენატორ ლინდსი გრემის “2026 წლის რუსეთის დასანქცირების აქტს”. ახლა შესაბამისი დროა ამ კანონის მისაღებად და ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს?
თუკი მხარს უჭერ რუსეთის მოქმედებას, შენ უნდა დასანქცირდე. ეს ეჭვგარეშეა.
რიკ სკოტი: სავსებით. პუტინი არის ბანდიტი. ამაზრზენია, რასაც ის უკრაინელ ხალხს უკეთებს...რამდენი ქალი, ბავშვი და ბებია დახოცა პუტინმა. ჩვენ უნდა დავიცვათ თავისუფლება.
უკრაინელი ხალხი იმსახურებს აღფრთოვანებას. გასულ კვირაში მოვიწვიე ორი უკრაინელი სარდალი იმის ასახსნელად, რას მიაღწიეს მათ დრონების ტექნოლოგიებით და როგორ იბრძვიან. ეს გასაოცარია.
თუკი მხარს უჭერ რუსეთის მოქმედებას, შენ უნდა დასანქცირდე. ეს ეჭვგარეშეა.
რთე/რთ: თქვენ არაერთი წამყვანი კომიტეტის წევრი ხართ და თავმჯდომარეობთ სენატის შეიარაღებული ძალების ქვეკომიტეტს. როცა თქვენს კოლეგებს კონგრესში ამ საკანონმდებლო ინიციატივაზე ელაპარაკებით, უპირატესად რა არგუმეტს იშველიებთ?
რიკ სკოტი: მე ვამბობ, რომ ვცხოვრობთ საშიშ დროში. დღევანდელ მსოფლიოში არიან საზიზღარი ადამიანები, რომლებიც დღეს აკონტროლებენ ქვეყნებს და რესურსებს.
არ შეიძლება ერთი მხრივ ვამბობდეთ, რომ რუსეთი საშინელია და მეორე მხრივ მას პასუხი არ ვაგებინოთ.
შეხედეთ პრეზიდენტ სის ჩინეთში. შეხედეთ პუტინს რუსეთში. ხომ ხედავთ აიათოლას ირანში. ხედავთ კიმ ჩენ ინს. ამ ნახევარსფეროში ხედავთ რაულ კასტროს და იანვრამდე უყურებდით მადუროს ვენესუელაში. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ჩვენი ცხოვრების წესის განადგურება, ამიტომ ჩვენ მოგვიწევს თავის გამოჩენა.
არ შეიძლება ერთი მხრივ ვამბობდეთ, რომ რუსეთი საშინელია და მეორე მხრივ მას პასუხი არ ვაგებინოთ. ეს უნდა გავაკეთოთ.
იგივე ეხება კომუნისტურ ჩინეთს. უნდა შევწყვიტოთ კომუნისტური ჩინეთისგან პროდუქციის შეძენა, რადგან ისინი აშენებენ თავიანთ სამხედრო ძალებს, სანამ ჩვენ მათ გამო ვღელავთ და არ ვუხსნით ამერიკის საზოგადოებას, რომ მათ უნდა შეწყვიტონ ჩინური პროდუქციის შეძენა.
ვფიქრობ, სანქციების შესახებ კანონი არის წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ პუტინმა პასუხი აგოს. მე მინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და მინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს. უკრაინელები არიან ნათელ მხარეს და რუსეთი მთავრობა არის ბნელ მხარეს.
რთე/რთ: როცა თქვენს კოლეგებს ელაპარაკებით, როგორ ფიქრობთ, ესმით, რომ უკრაინა აშშ-სთვის ბევრად ძლიერი მოკავშირეა, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა რეგიონში?
არ მგონია, ბევრს ეფიქრა, რომ უკრაინა აქამდე იარსებებდა. და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - მათ ომი გადაიტანეს რუსეთში, რუსეთის ხალხის წინააღმდეგ.
რიკ სკოტი: ვფიქრობ, ისინი შესანიშნავი მოკავშირეები არიან და ისინი აჩვენებენ, რომ ხალხი იბრძოლებს თავისუფლებისთვის. უკრაინელი ხალხი იმიტომ არის აღმაფრთოვანებელი, რომ ისინი მზად არიან თავისუფლებისთვის საბრძოლველად, ძალიან რთულ გარემოში...
თუ ამერიკელების მხარდაჭერის მოპოვება გინდა, უნდა აუხსნა მათ ვინ არიან კარგი ბიჭები და ვინ - ცუდები. ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს სულ თავიდანვე გააკეთა. ჩემი აზრით, მას უკეთესი შედეგის მიღწევა შეეძლო პირველი თვეების შემდეგ, თუმცა, ვფიქრობ, ახლა ისინი აჩვენებენ თავიანთ ძლევამოსილებას.
რთე/რთ: ხომ არ აკნინებს ვლადიმირ პუტინი ამერიკის პრინციპულობას უკრაინის მხარდაჭერაში?
რიკ სკოტი: ვფიქრობ, პუტინს ეგონა, რომ შეეძლო ტრამპზე და ევროპელებზე უპირატესობის მოპოვება. მან მოახერხა ევროპელებზე უპირატესობის მოპოვება. ჩემი აზრით, მან არასათანადოდ შეაფასა მსოფლიოში თავისუფლებისადმი ტრამპის ერთგულება.
ხალხს უკვირს, რომ პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს ყველაფერს, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ვფიქრობ უკვირთ, რომ ის ცდილობს პასუხი აგებინოს კომუნისტურ ჩინეთს. ვფიქრობ, გაუკვირდათ, როცა ის ვენესუელაში მადუროს დაუპირისპირდა. მსოფლიო გაოცებულია დონალდ ტრამპის მზადყოფნით დაიცვას თავისუფლება მთელ მსოფლიოში.
ადამიანები, რომლებიც დრონებს ამუშავებენ, პირდაპირ ეურთიერთებიან მათ, ვინც დრონების ტექნოლოგიაზე მუშაობს და ამრიგად ყოველდღიურად, თანმიმდევრულად აუმჯობესებენ მას.
რთე/რთ: ახლახან კაპიტოლიუმში უმასპინძლეთ უკრაინელ მეთაურებს. რთე/რთ-მა პირველმა გაავრცელა ცნობა აშშ-ებისა და უკრაინის მიერ დრონების სფეროში თანამშრომლობაზე პირველადი ჩარჩო-შეთანხმების ხელმოწერაზე. მიმდინარეობს მოლაპარაკებები უფრო ფართო შეთანხმებაზე. რატომ ფიქრობთ, რომ ეს პარნტნიორობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა?
რიკ სკოტი: ნაწილობრივ იმიტომ, რომ უკრაინელები ძალიან კრეატიულად უდგებიან ამ საქმეს და ახერხებენ სულ უფრო გააუმჯობესონ დრონების ტექნოლოგია.
თუმცა, უფრო შთამბეჭდავი ალბათ არის მათი ოპერატორების მუშაობის ხარისხი. ადამიანების ძალიან მცირე ჯგუფით, ისინი ახერხებენ ირანისა და რუსეთის ძალების განადგურებას.
მე ვესაუბრე ერთ უკრაინელ მეთაურს, რომელმაც 2000 კაცით გაანადგურა რუსეთის 14 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა. მეორე მეთაურმა კი, რომელიც უკრაინის სამხედრო ბიუჯეტიდან ძალიან მცირე დანახარჯით მოქმედებს, რუსეთის სამხედრო ძალების დაახლოებით 30 პროცენტი გაანადგურა, რადგან მოისაზრა როგორ გაეკეთებინა ეს ძალიან ჭკვიანურად ავტონომიური იარაღის, ბრწყინვალე წვრთნისა და უწყვეტი უკუკავშირის გამოყენებით.
ადამიანები, რომლებიც დრონებს ამუშავებენ, პირდაპირ ეურთიერთებიან მათ, ვინც დრონების ტექნოლოგიაზე მუშაობს და ამრიგად ყოველდღიურად, თანმიმდევრულად აუმჯობესებენ მას. აღფრთოვანებელია უკრაინის სამხედრო ძალების ნამოქმედარი.
ასევე ნახეთ
მზარდი მსხვერპლის ფონზე, ზელენსკი აცხადებს, რომ "პასუხებია" საჭირო Patriot-ის სისტემის მიწოდებაზერთე/რთ: მოუწოდებდით თუ არა ადმინისტრაციას რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს ფართო შეთანხმებაზე მუშაობა?
რიკ სკოტი: ველაპარაკები ადამიანებს თავდაცვის სამინისტროში. ვესაუბრე პრეზიდენტს უკრაინელებთან მუშაობის მნიშვნელობაზე, რადგან საჭიროა პატივი ვცეთ და ვაღიაროთ მათი მიღწევები.
არ მგონია, ბევრს ეფიქრა, რომ უკრაინა აქამდე იარსებებდა. და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - მათ ომი გადაიტანეს რუსეთში, რუსი ხალხისკენ.
მათ სძულთ ჩვენი ცხოვრების წესი. მათ სძულთ კაპიტალიზმი. მათ სძულთ იუდეურ-ქრისტიანული ღირებულებები. მათ სურთ ჩვენი განადგურება. მათ სურთ, რომ აკონტროლონ მსოფლიო.
კარგა ხნის განმავლობაში რუსებს უარყოფითი შედეგები არ უწვნევიათ. ახლა, იმის გამო, რასაც უკრაინელები ახერხებენ, ცუდი შედეგები დადგა როგორც რუსეთის ეკონომიკისთვის, ისე რუსებისთვის.
განსხვავება [რუსეთსა და უკრაინას შორის] ისაა, რომ უკრაინელების ამოცანა არ არის რუსეთის მოქალაქეების ხოცვა. ისინი ანადგურებენ რუსეთის სამხედრო ობიექტებს, რუსეთი კი მათ შეჩერებას ცდილობს უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვით.
რთე/რთ: უკრაინელებს აღელვებთ “პეტრიოტის” წარმოების ტემპი. პრეზიდენტმა ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ მზად არის უკრაინას მისცეს რაკეტების წარმოების ლიცენზია, თუმცა ვრცელდება განსხვავებული გზავნილები. თქვენ რა გსმენიათ?
რიკ სკოტი: როცა თეთრ სახლს ველაპარაკები, ისინი აბსოლუტურად ერთგულები არიან უკრაინის და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უზრუნველყოფენ უკრაინას აუცილებელი იარაღით, როცა მას ის დასჭირდება.
რთე/რთ: ახსენეთ რამდენიმე ქვეყანა - ირანი, ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ჩინეთი. ხედავთ კავშირს ამ ოთხს შორის?
რიკ სკოტი: რა თქმა უნდა. მათ შორის ცალსახად არის თანამშრომლობა. მათ სძულთ ჩვენი ცხოვრების წესი. მათ სძულთ კაპიტალიზმი. მათ სძულთ იუდეურ-ქრისტიანული ღირებულებები. მათ სურთ ჩვენი განადგურება. მათ სურთ, რომ აკონტროლონ მსოფლიო. ამისთვის ისინი აპირებენ თანამშრომლობას და უკვე თანამშრომლობენ კიდეც.
უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ჩვენს თავისუფლებას მნიშვნელოვანი საფრთხე ემუქრება, აგრეთვე ჩვენს მოკავშირე ქვეყნებში, სადაც თავისუფლების სწამთ.
უკრაინელები აჩვენებენ, რომ კორუმპირებული დიქტატურები ეცემა და თავისუფლება იმარჯვებს.
პუტინს არ სწამს ინდივიდუალური თავისუფლების. სის არ სწამს ინდივიდუალური თავისუფლების. არც აიათოლას სწამს ამის. არც მადუროს. არც რაულ კასტროს. არც კიმ ჩენ ინს. ისინი აპირებენ განაგრძონ თანამშრომლობა ჩვენი ცხოვრების წესის გასანადგურებლად.
რთე/რთ: არის თუ არა უკრაინაში რუსეთის დამარცხება პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ფართო ავტორიტარული ალიანსის შესაკავებლად.
რიკ სკოტი: ვფიქრობ, უკრაინელები აჩვენებენ, რომ კორუმპირებული დიქტატურები ეცემა და თავისუფლება იმარჯვებს.