აშშ-მა შესაძლოა უახლოეს დროში გააფორმოს ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ირანთან - აცხადებს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი.
მისი თქმით, შეთანხმება შესაძლოა გაფორმდეს ერთ ან ორ დღეში. მინისტრის ვარაუდით, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდად გათვალისწინებული იქნება 30 ან 60 დღე.
ბესენტმა ასევე გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები - რომ აშშ-ის და ისრაელის საგაზაფხულო სამხედრო ოპერაციის შედეგად ირანის ავიაცია და ფლოტი "განადგურებულია". ბესენტის თქმით, ირანი მძლავრი ეკონომიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
"მათ აქვთ 150-180 პროცენტის ოდენობის სასურსათო ინფლაცია, არ შეუძლიათ არმიის შენახვა", - ამბობს მინისტრი.
აშშ-მა და ირანმა ივნისში შეათანხმეს მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა 60-დღიან ზავს - ამ დროის განმავლობაში მხარეებს სამშვიდობო ხელშეკრულების პარამეტრები უნდა გადაეწყვიტათ. ივლისის დასაწყისში საბრძოლო მოქმედებები განახლდა და თვის ბოლომდე გაგრძელდა.
ივლისის ბოლოს ტრამპმა გააუქმა დარტყმები ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და მოლაპარაკების განახლება გამოაცხადა.