ბრიტანეთმა 25 პროცენტით გაზარდა დაკვირვება რუსეთის ხომალდებზე

რუსეთის ხომალდი "ნეუსტრაშიმი" ბრიტანეთის წყალქვეშა ნავის თანხლებით

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2026 წელს 25 პროცენტამდე გაიზარდა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტის მხრიდან წარმოებული ოპერაციები რუსეთის ხომალდებზე და წყალქვეშა ნავებზე დასაკვირვებლად. ამ ცნობას ბრიტანეთის ფლოტის პრესსამსახური ავრცელებს.

მხოლოდ ივლისში რუსეთის ხომალდებზე მეთვალყურეობისთვის მოქმედებაში მოვიდა ბრიანეთის ოთხი გემი, ასევე ვერტმფრენები.

ბრიტანეთის არმია დაკვირვების გაძლიერებას უკავშირებს რუსეთის ქმედებების გახშირებას ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ატლანტის წყლებში.

ივნისში ბრიტანეთის ხელისუფლებამ ლა-მანშში დააკავა ტანკერი Smyrtos-ი, რომელსაც სანქციები ჰქონდა დაწესებული. კამერუნის დროშით მცურავი ეს ხომალდი გავიდა რუსეთის უსტ-ლუგის პორტიდან და მას, გამოცემა The Guardian-ის მონაცემებით, ინდოეთში მიჰქონდა 40 მილიონამდე დოლარის ღირებულების რუსეთის ნავთობი.

ტანკერის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ საზღვაო ქვეითები, რამდენიმე ტიპის ვერტმფრენები, საპატრულო თვითმფრინავი და სამეფო ფლოტის გემები. დაკავების შემდეგ ტანკერი ღუზით დააკავეს ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე.

შემდეგ გამოცემა The Telegraph-ი წერდა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება განიხილავდა ბორტზე დატვირთული რუსეთის ნავთობის გაყიდვას. მიღებული თანხები - 35 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე - უკრაინის დასახმარებლად უნდა დახარჯულიყო.

მოსკოვმა გააკრიტიკა Smyrtos-ის დაკავება. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტერმინ "ჩრდილოვან ფლოტს" ხსნიდა "საზღვაო კომუნიკაციების მიტაცების" საბაბად.

ივნისში კიდევ ერთი ინდიცენტი მოხდა ლა-მანშში. ბრიტანული იახტის, Bright Future-ის ეკიპაჟმა გაავრცელა ცნობა გამაფრთხილებელი ცეცხლის გასხნაზე რუსეთის ფრეგატის, "ადმირალ გრიგოროვიჩის" მხრიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ იახტა სახიფათოდ მიუახლოვდა გემს, არ პასუხობდა მასთან დაკავშირების მცდელობებს და კურსი შეცვალა მხოლოდ გამაფრთხილებელი ცეცხლის გახნის შემდეგ. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა სანქციები გააფართოვა რუსული ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ