2026 წლის ივნისში თქვა, რომ სექტემბერში დაგეგმილ დუმის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას - 10 ივლისს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ის „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადა, 17 ივლისს კი სასამართლომ „ექსტრემისტული სიმბოლიკის“ დემონსტრირებისთვის დააჯარიმა - ასე არჩევნებში კენჭისყრა მინიმუმ ერთი წლით აუკრძალეს - სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობაც გამოირიცხა... სასამართლოს სხდომაზე ნადეჟდინმა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მითითებით, მოსამართლეს სთხოვა, მისი დაპატიმრების გადაწყვეტილება არ მიეღო.
„მოსკოვში ცხელოდა. გულის პრობლემები მაქვს და სტრესის გამო ცუდად გავხდი. წამლები ყოველთვის თან დამაქვს, მაგრამ მაინც სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო... არაფერია, გავუმკლავდები, მით უმეტეს, პუტინის რუსეთში ასეთი რამ ხდება, სხვა რა გზაა“, - უთხრა ნადეჟდინმა რადიო თავისუფლებას. რუს პოლიტიკოსს ივლისის ბოლოს ვესაუბრეთ. მაშინ თქვა, რომ ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. 3 აგვისტოს კი ნადეჟდინმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე ვიდეო გამოაქვეყნა, ეიფელის კოშკის ფონზე. დამატებითი კითხვებითაც დავუკავშირდით - ჩავთვალეთ რა, რომ “თავდახსნილი” უფრო თავისუფლად და ვრცლად ისაუბრებდა - თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახი და მშობლები რუსეთში დატოვა, რუსმა პოლიტიკოსმა დამატებითი კომენტარებისგან თავი შეიკავა.
პუტინსა და ომს უკვე იმდენი ხანია ვაკრიტიკებ, რომ ამას არავინ მაპატიებს."
რადიო თავისუფლება: ელით, რომ პატიმრობას მოგისჯიან?
ბორის ნადეჟდინი: დიახ, ისეთ ქვეყანასა და ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ეს სრულიად მოსალოდნელია. პუტინსა და ომს უკვე იმდენი ხანია ვაკრიტიკებ, რომ ამას არავინ მაპატიებს. მეტიც, პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა: რუსეთის დატოვება ამიკრძალეს. უკვე ციხეში ვიქნებოდი, მაგრამ ამ ამბავს დასავლეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ამიტომ ჩემი დაპატიმრება უბრალოდ გადადეს და მხოლოდ სიმბოლური ჯარიმა გამომიწერეს. რუსულ ციხეში ყოფნა ჯოჯოხეთი და კატასტროფაა, ამას არავის ვუსურვებ. ძალიან დიდ სტრესშია ჩემი მრავალრიცხოვანი ოჯახი: მყავს მეუღლე და ოთხი შვილი, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია, 14 და 12 წლის, ასევე ხანდაზმული მშობლები.
რადიო თავისუფლება: გიფიქრიათ ქვეყნის დატოვებაზე?
ბორის ნადეჟდინი: დიახ, მთავარი კითხვა, რომელიც სასამართლოზე დამისვეს, სწორედ ის იყო, ვაპირებდი თუ არა ქვეყნის დატოვებას. ვუპასუხე, რომ, რა თქმა უნდა, წასვლა არ მინდოდა, მაგრამ ჩემი ოჯახი ძალიან იტანჯებოდა და ეს პირდაპირ მაიძულებდა, გადასარჩენად ქვეყნიდან წავსულიყავი. ამ სიტყვების შემდეგ რუსეთის დატოვება ამიკრძალეს. ეს გადაწყვეტილება ჩვენმა სახელმწიფო სამსახურებმა, არც მეტი, არც ნაკლები, ღამის ორ საათზე მიიღეს. მაგრამ ეს უკვე აღარავის უკვირს.
ის, რაც 90-იან წლებში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. არავის სურს რევოლუცია და სამოქალაქო ომი. არ მინდა, ჩემს ხალხს კვლავ შეექმნას პრობლემები წყალთან, ელექტროენერგიასთან, გაზსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით."
რადიო თავისუფლება: თქვენი აზრით, საით მიდის დღევანდელი რუსეთი?
ბორის ნადეჟდინი: ის, რასაც პუტინი აკეთებს, განსაკუთრებით ბოლო წლებში, რუსეთს ქაოსისკენ უბიძგებს. ქვეყანაში ქაოსის ნიშნები უკვე ჩანს და, თუ არაფერი შეიცვალა, შესაძლოა კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ. ის, რაც 90-იან წლებში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს. არავის სურს რევოლუცია და სამოქალაქო ომი. ნამდვილად არ მინდა, ჩემს ხალხს კვლავ შეექმნას პრობლემები წყალთან, ელექტროენერგიასთან, გაზსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
რადიო თავისუფლება: ამ ვითარებაში რამდენად შეიძლება რუსეთის ოპოზიციის იმედი გვქონდეს?
ბორის ნადეჟდინი: დღეს ზეწოლის ქვეშ მხოლოდ მე არ ვარ, ზეწოლის ქვეშ ბევრი სხვა ადამიანიცაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პუტინის რეჟიმი ცდილობს, დასაჯოს ყველა, ვინც მის წინააღმდეგ მიდის, და ამას ისე წარმოაჩენს, თითქოს ჩვენ ქვეყნის წინააღმდეგ ვიბრძვით და არა მისი დამანგრეველი პოლიტიკის წინააღმდეგ.
ერთი მხრივ, ვიცით, რომ ავტორიტარული რეჟიმები ხელისუფლებაში ძალიან დიდხანს რჩებიან, რუსეთში კი ავტორიტარული, მეტიც, ტოტალიტარული რეჟიმია. ალბათ გახსოვთ, რა მოხდა სტალინის შემდეგ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა. მეორე მხრივ, ასეთი რეჟიმები შეიძლება რამდენიმე დღეში ჩამოიშალოს, როგორც ეს 1991 წელს მოხდა.
მაშინდელი მოვლენები ძალიან კარგად მახსოვს, რადგან საბჭოთა კავშირში დეპუტატი ვიყავი. ყველაფერი ძალიან სტაბილურად გამოიყურებოდა, მოსახლეობის 90% კომუნისტურ პარტიას აძლევდა ხმას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ჩამოიშალა, რადგან ხალხს მოთმინება ამოეწურა, ხელისუფლებისადმი ნდობა დაკარგა და მიტინგებზე დაიწყო სიარული.
ასევე ნახეთ
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა საარჩევნო კომისიის უარი ნადეჟდინისთვის კენჭისყრაში მონაწილეობაზეარ მინდა, იგივე სცენარი ახლა განმეორდეს. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება, ან მისი ნაწილი მაინც, გააცნობიერებს საფრთხეებს, გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, როგორმე გადაუხვევს ომის გზიდან და მოხსნის ამ სულელურ შეზღუდვებს, რომლებსაც პუტინი აწესებს. ეს ხომ უშუალოდ მისი გადაწყვეტილებაა.
სწორედ ამიტომაც ცდილობენ ჩემს განდევნას რუსული პოლიტიკიდან: მისი პოლიტიკის კრიტიკისა და საღი აზრისკენ მოწოდების გამო რუსეთის დატოვება ამიკრძალეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი უცხო სახელმწიფოს აგენტად გამომაცხადეს და ექსტრემიზმის მხარდაჭერაში დამდეს ბრალი. ამის მიუხედავად, ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი მიჭერს მხარს.
რუსეთი აუცილებლად შეიცვლება."
რადიო თავისუფლება: გჯერათ, რომ რუსეთი ოდესმე უკეთესობისკენ შეიცვლება?
ბორის ნადეჟდინი: რუსეთი აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ როდის და როგორ, ამის წინასწარმეტყველება რთულია. ჩემი მხარდამჭერები ახალგაზრდები არიან. შეხვედრებზე მათ ვეუბნები: „ხელი ასწიეთ, ვინც მაშინ დაიბადეთ, როდესაც პუტინი უკვე პრეზიდენტი იყო“. და ხელს თითქმის ყოველი მესამე ადამიანი სწევს. ეს ნიშნავს, რომ მათი უმრავლესობა 25 წლის ან უფრო ახალგაზრდაა. რაკი ჩემს შეხვედრებზე მოდიან, ესე იგი ამ რეჟიმის ქვეშ ცხოვრება აღარ სურთ.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ რეჟიმი ძალიან მალე და მშვიდობიანად ჩამოიშლება და შეიცვლება. ხანგრძლივი ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით ამ რეჟიმს მართლაც არ აქვს მომავალი. ახალგაზრდა თაობას მშვიდობიან, თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება სურს.
როდესაც პუტინს ვხვდებოდით, ის თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს რუსეთის ევროპულ ქვეყნად ქცევა სურდა, რომ სურდა, 90-იანი წლების კრიზისი არასოდეს განმეორებულიყო..."
რადიო თავისუფლება: მიგაჩნიათ თუ არა პუტინი ლეგიტიმურ მმართველად?
ბორის ნადეჟდინი: დავიწყოთ იმით, რომ თავდაპირველად პუტინს ყველაფერი კარგად მისდიოდა და ბევრი ადამიანი მისი პრეზიდენტობით კმაყოფილი იყო. პოლიტიკურ ბლოკში, რომელშიც ბორის ნემცოვი და სერგეი კირიენკო შედიოდნენ, ჩვენ ოპოზიციურ გუნდს წარმოვადგენდით. მაგრამ როდესაც პუტინს ვხვდებოდით, ის თავს ისე წარმოაჩენდა, თითქოს რუსეთის ევროპულ ქვეყნად ქცევა სურდა, რომ სურდა 90-იანი წლების კრიზისი არასოდეს განმეორებულიყო...
თუმცა ბოლო წლებში მან ისეთი საბედისწერო შეცდომები დაუშვა, მათ შორის უკრაინასთან ომის დაწყება, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ტოტალიტარიზმისკენ წაყვანა.
რაც შეეხება მის ლეგიტიმურობას, ეს საინტერესო საკითხია. დიახ, ფორმალურად ის ლეგიტიმურია, რადგან მას რუსების უმრავლესობამ მისცა ხმა. მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფალი და ობიექტური არჩევნები არ ჩატარებულა. ამიტომ ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლებში ყველაფერი ფორმალური და ილუზორული იყო, ისევე როგორც პუტინის ლეგიტიმურობა და რუსული დემოკრატია.
საზოგადოებრივი აზრის ფონდმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა გამოკითხვა - პუტინისადმი ნდობის რეიტინგი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მისი რეიტინგის უპრეცედენტო ვარდნაზე მიუთითებს. თუმცა 66%-იანი მაჩვენებელი მაინც იმაზე მაღალია, ვიდრე სინამდვილეშია... ევროპის არცერთ ქვეყანაში არცერთი ლიდერი ასეთი ნდობით არ სარგებლობს.
ასევე ნახეთ
ომის მოწინააღმდეგე რუსმა პოლიტიკოსმა - ბორის ნადეჟდინმა - რუსეთი დატოვამაგრამ ის ავტორიტარული ქვეყნის ავტორიტარული მმართველია და მისი რეიტინგიც ყოველთვის მაღალი უნდა იყოს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე კომუნისტების რეიტინგიც 99% იყო. პუტინის რუსეთში ფორმალურად დემოკრატიაა და არჩევნებიც ფორმალურად ტარდება. მისი რეიტინგი თებერვლის შემდეგ ეცემა, მაგრამ ფორმალურად კვლავ მაღალია.
ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მოსკოვს, ამხელა რუსეთის დედაქალაქს, უკრაინული დრონები დღე და ღამე უტევენ, ნავთობის ტერმინალები კი მუდმივ დაცვას საჭიროებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ვითარება უარესდება და, მით უმეტეს, აშკარაა, რომ ეს არ შეწყდება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ამ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს.
ინტერნეტი უნდა გვქონდეს, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც გვინდა, არჩევნებში ხმა იმას უნდა მივცეთ, ვისაც გვინდა, ხოლო ქუჩაში გასვლისას ჩვენს თავზე უკრაინული დრონები არ უნდა დაფრინავდნენ."
რადიო თავისუფლება: ამ ვითარებაში რას ეტყოდით რუს ხალხს?
ბორის ნადეჟდინი: იმას, რასაც უკვე დიდი ხანია ვამბობ: ქვეყანაში მშვიდობა უნდა იყოს, ჩვენ თავისუფალ და მშვიდობიან ერად უნდა ვცხოვრობდეთ. დღეს ამაზე საუბარიც კი სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ინტერნეტი უნდა გვქონდეს, ისე უნდა ვცხოვრობდეთ, როგორც გვინდა, არჩევნებში ხმა იმას უნდა მივცეთ, ვისაც გვინდა, ხოლო ქუჩაში გასვლისას ჩვენს თავზე უკრაინული დრონები არ უნდა დაფრინავდნენ. ჩვენს ხალხს ამის უფლება აქვს.
ომი შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, როგორც ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა."
რადიო თავისუფლება: გსურთ, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს?
ბორის ნადეჟდინი: რა თქმა უნდა, არა. რატომ უნდა მინდოდეს?! საშინელება ის არის, რომ ვერც უკრაინა და ვერც რუსეთი ვერ გაიმარჯვებენ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უკრაინისა და რუსეთის არმიები ერთმანეთს ვერ დაამარცხებენ.
უკრაინის ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩამოიშლება. რუსეთი კი, პირიქით, იმედოვნებს, რომ ზელენსკის ხელისუფლების დღეები დათვლილია. ეს ვითარება შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს და ორივე მხარეს უპრეცედენტო მსხვერპლი გამოიწვიოს.
ომი შეიძლება ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდეს, როგორც ეს შუა საუკუნეებში ხდებოდა.
დღეს პუტინი ნიკოლოზ I-ის მდგომარეობაშია. მანაც კარგად დაიწყო..."
რადიო თავისუფლება: პუტინის შემდეგაც კი?
ბორის ნადეჟდინი: მესმის, რასაც გულისხმობთ. როდესაც მეკითხებიან, რა იქნება პუტინის შემდეგ, ვპასუხობ, რომ პუტინმა, შესაძლოა, რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ I-ის გზა გაიმეოროს, რომელიც XIX საუკუნეში რუსეთის ავტორიტარული მმართველი იყო.
სწორედ მან გააჩაღა ყირიმის ომი, რომელიც წააგო. მის წინააღმდეგ გაერთიანებული მოკავშირეების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ოსმალეთის იმპერიის ჯარები სანქტ-პეტერბურგში არ შესულან, თუმცა მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და მალევე გარდაიცვალა. მისი მემკვიდრე ალექსანდრე II კი იძულებული გახდა, პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულების პირობებს დათანხმებოდა.
გარდა ამისა, მან გაატარა რეფორმები, რომლებსაც დღეს აუცილებლად ლიბერალურ-დემოკრატიულს უწოდებდნენ: შეცვალა სასამართლო სისტემა და სამოქალაქო კოდექსი. ასე რომ, დღეს პუტინი ნიკოლოზ I-ის მდგომარეობაშია. მანაც კარგად დაიწყო, შემდეგ კი ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვხედავთ.
ვინც არ უნდა გახდეს დღეს მისი პოლიტიკური მემკვიდრე, იგივე სცენარი განვითარდება, როგორც ალექსანდრე II-ის დროს, რადგან უაზროდ დაწყებულ ომს არცერთი ქვეყნისთვის კარგი შედეგი არასდროს მოუტანია.
რადიო თავისუფლება: რას ეტყოდით უკრაინელ ხალხს, როგორც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი?
ბორის ნადეჟდინი: გულწრფელად ვწუხვარ, რომ ადამიანები იღუპებიან, და ვწუხვარ, რომ მეტს ვერ ვაკეთებ ამ ომის შესაჩერებლად. რეჟიმი ყოველნაირად ცდილობს ჩემს დაშინებას. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად მიწევს საკუთარ და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ვწუხვარ, რომ მხარეებს ერთმანეთის ხოცვის უფლება მისცეს.