ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-ს აჭარბებს

ნეპალი, სამაშველო ოპერაცია

ნეპალის ოფიციალური სააგენტოების მონაცემებით ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 4200 ადამიანი.


ასევე ნახეთ

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ამოუცნობი ადამიანების მასობრივი დასაფლავება დაიწყო

სამაშველო ჯგუფები მდინარეებიდან და ნანგრევების გროვებიდან მსხვერპლთა ცხედრების გამოტანას განაგრძობენ.

უკვე დაიწყეს ამოუცნობი მსხვერპლის მასობრივი დაკრძალვა.

შაბათს 96, ხოლო კვირას 100-ზე მეტი სხვა ამოუცნობი ცხედარი დაკრძალეს.

ნეპალის ხელისუფლებამ ამოუცნობი მიცვალებულებისგან დნმ-ის ნიმუშები შეაგროვა, რაც საშუალებას მისცემს მას იპოვონ და ექსჰუმაცია გაუკეთონ ნაშთებს, თუ მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდება ოჯახის მოთხოვნის, ოფიციალური ჩანაწერების ან გენეტიკური ტესტირების საშუალებით.

ნეპალსა და მეზობელ ტიბეტში, 26 აგვისტოს, დილით, მყინვარის ჩამოშლით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჰიმალაის ამ რეგიონის - ნეპალის ჩინეთთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ხეობები - წალეკა და კატასტროფული ზიანი მიაყენა მას.