ამასთან, ნიკოლ ფაშინიანი, - სომხეთ-ინდოეთის მზარდი სამხედრო თანამშრომლობის ფონზე, - შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის.
ამავე ვიზიტისას დაგეგმილია ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთანაც, - ეს იქნება მათი პირველი შეხვედრა სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
ასევე ნახეთ
დაკავებული პრორუსი პოლიტიკოსები და მძიმე ბრალდებები - მოსკოვი სომხეთს ისევ ემუქრებაალიევი-ფაშინიანის შეხვედრა
ფაშინიანისა და ალიევის პრესცენტრების ცნობით, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი 31 აგვისტოს ეწვივნენ ბიშკეკს.
შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. ნიკოლ ფაშინიანს თან ახლა:
- არარატ მირზოიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ალენ სიმონიანი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი;
- მჰერ გრიგორიანი, ვიცე-პრემიერი;
ხოლო ილჰამ ალიევის ამალაში იყვნენ:
- ჯეიჰუნ ბაირამოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი;
- ჰიკმეთ ჰაჯიევი, მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში;
- შაჰინ მუსტაფაევი, ვიცე-პრემიერი;
ბოლო წლებში ფაშინიანი და ალიევი ხშირად ხვდებიან ერთმანეთს.
- 2025 წლის 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაიმართა სამშვიდობო სამიტი, რამაც საფუძველი ჩაუყარა „ტრამპის მარშრუტის“ პროექტს ორ ქვეყანას შორის ნორმალიზაციის პროცესისათვის ინსტიტუციური ჩარჩოს მიცემით.
- ერთი წლის თავზე სამმა ლიდერმა, - ილჰამ ალიევმა, დონალდ ტრამპმა და ნიკოლ ფაშინიანმა, - ერთობლივ განცხადებაში დაწერა:
- „ღრმა სიამაყეს იწვევს, რასაც ჩვენმა ქვეყნებმა ერთად მიაღწიეს და აშკარაა უდიდესი პრინციპულობა - დააშენონ იმ ფუნდამენტს, რომელმაც წერტილი დაუსვა ათწლეულების კონფლიქტს და სამხრეთ კავკასია უფრო აყვავებული მომავლისკენ გზაზე დააყენა“.
ასევე ნახეთ
"მშვიდობის სამიტის" ერთი წლისთავის აღსანიშნავად აშშ, აზერბაიჯანი და სომხეთი აქვეყნებენ ერთობლივ განცხადებასშეხვედრა ნარენდრა მოდისთან
31 აგვისტოსვე ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრა გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან.
პარალელურად, სომხეთი და ინდოეთი, - რომლებიც 2020 წლიდან თავდაცვის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ, - სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ.
17-18 აგვისტოს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა, - სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, - უმასპინძლა ინდოეთის თავდაცვის მდივან რაჯეშ კუმარ სინგს, რომელიც ერევანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
ასევე ნახეთ
სომხეთი და ინდოეთი აგრძელებენ სამხედრო კავშირების გაღრმავებასერევანს და ბაქოს SCO-ს წევრობა სურთ
სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც სურთ, რომ „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) წევრები გახდნენ.
თუმცა, მედიაში გავრცელებული ცნობებით, 2025 წლის სექტემბრის დასაწყისში ჩინეთში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტზე პაკისტანმა დაბლოკა სომხეთის გაწევრება, ხოლო ინდოეთმა - აზერბაიჯანის გაწევრება.
ინდოეთი სომხეთის პარტნიორია, ხოლო პაკისტანი - აზერბაიჯანისა. პაკისტანი გაეროს ერთადერთი წევრი სახელმწიფოა, რომელიც სომხეთის დამოუკიდებლობას/სუვერენიტეტს არ ცნობს.
- SCO შეიქმნა 2001 წლის 15 ივნისს და მისი დამფუძნებელი წევრები არიან ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
- 2017 წელს ორგანიზაციას შეუერთდნენ ინდოეთი და პაკისტანი;
- 2023 წელს - ირანი;
- 2024 წელს კი - ბელარუსი.
- „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დამკვირვებელი წევრები არიან ავღანეთი და მონღოლეთი.
- ორგანიზაციას ჰყავს დიალოგის პარტნიორი 14 ქვეყანა, მათ შორის: აზერბაიჯანი, სომხეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი.