ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა

სამაშველო სამუშაოები ნეპალში

ნეპალში, ტიბეტის საზღვართან მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა, - ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

ამ დროისთვის 3 900-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება,მათ შორის 600-მდე უცხოელია, 600-ზე მეტი მუშაა, რომლებიც, სავარაუდოდ, მდინარე ტრიშულის გასწვრივ მდებარე ჰიდროელექტროსადგურების ტერიტორიებზე ტალახით სავსე გვირაბების ქსელში არიან ჩარჩენილი.

სპეციალისტების გვირაბებში ჟანგბადის მიწოდებას ცდილობენ. სამაშველო ჯგუფმა ერთ-ერთ გვირაბში შესვლაც შეძლო, თუმცა ვერავინ აღმოაჩინეს.

ნეპალის პრემიერ-მინისტრმა ბალენდრა შაჰმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰიდროენერგეტიკის ობიექტებიდან 279 ადამიანის გადარჩენა უკვე მოხერხდა.

სამაშველო ოპერაციას უძღვება საერთაშორისო ჯგუფი, რომელშიც ჩინეთისა და ნეპალის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. ოპერაციაში ასევე ჩართული არიან ექსპერტები ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან და ავსტრალიიდან.

ნეპალსა და მეზობელ ტიბეტში 26 აგვისტოს, დილით, მყინვარის ჩამოშლით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჰიმალაის ამ რეგიონის - ნეპალის ჩინეთთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ხეობები - წალეკა და კატასტროფული ზიანი მიაყენა მას.

ასევე ნახეთ

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ამოუცნობი ადამიანების მასობრივი დასაფლავება დაიწყო