flightradar24-ზე მონაცემები [3 სექტემბერი 13:00 სთ] ასეთია:
შერემეტიევოს აეროპორტი
- გაუქმდა 16 რეისი (სანქტ-პეტერბურგი, გორნო-ალტაისკი, ტომსკი, სოჭი, ომსკი, გროზნო, ეკატერინბურგი, ჩელიაბინსკი, მინერალნიე-ვოდი, მურმანსკი, ვოლგოგრადი;
- გადამისამართდა 1 რეისი (ხაბაროვსკი).
ვნუკოვოს აეროპორტი
- გაუქმდა 2 რეისი (სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით);
- გადამისამართდა 2 რეისი (დუბაი, სტამბოლი).
დომოდედოვოს აეროპორტი
- გაუქმდა 7 რეისი (მინერალნიე-ვოდი, სოჭი, იჟევსკი, მაჰაჩყალა, სამარა).
ასევე ნახეთ
ავიაკომპანია Pegasus-მა უკან მიაბრუნა მოსკოვისკენ მიმავალი რამდენიმე თვითმფრინავიარაერთი რეისის შესრულება გვიანდება, მათ შორის საქართველოდან დაგეგმილი ფრენები. დედაქალაქიდან და ბათუმიდან მოსკოვში დაფრინავს Georgian Airways-ი. კომპანიაში რადიო თავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით უთხრეს:
„მოვისმინეთ აღნიშნული განცხადება. დაველოდებით საერთაშორისო რეაქციას და სხვა დიდი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, როგორიც არის Turkish Airlines, Emirates, და შემდეგ ვიმსჯელებთ“.
1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სრულიად არაუსაფრთხო გახდება უკრაინული დრონების გამო:
„უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთისთვის - არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ამის შესახებ აუცილებელია იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ ჯეროვნად არ იუწყება, რუსეთის ცა დე ფაქტო დაიხურება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ხურავს მის ცას“.