რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ("როსავიაცია") მონაცემებით, სოჭის აეროპორტში საჰაერო ხომალდების მიღებასა და გაშვებაზე შეზღუდვები დღეს ორჯერ დაწესდა.
რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხები 3 სექტემბერს სოჭის პორტში აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო კატერის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ხომალდი NEFRIT-ი.
„NEFRIT-ი რუსეთის საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილია. ის უზრუნველყოფდა ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას, ოფშორული ობიექტების მომსახურებას, ტვირთებისა და პერსონალის გადაყვანას, ასევე წყალქვეშა ტექნიკური სამუშაოების შესრულებას“, - წერს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ტელეგრამ-არხი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ინციდენტზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ასევე ნახეთ
ზელენსკის განცხადების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენების ნაწილი გაუქმდადღეს დაგვიანებით შესრულდა სხვა რეისებიც საქართველოდან რუსეთში და პირიქით.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარის შემდეგ მოსკოვის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დრონების გამო რუსეთის საჰაერო სივრცე სრულიად არაუსაფრთხო გახდება.
ამ ეტაპზე რუსეთში ფრენების შესრულებას აგრძელებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი.