ზელენსკი აშშ-ის წარმომდგენლებთან შეხვედრის მერე „შემდგომ ნაბიჯებს“ გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (არქივი)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი „შემდეგ ნაბიჯებს“ გეგმავენ მას შემდეგ, რაც აშშ-ისა და ევროპის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართეს.

ზელენსკის არ დაუკონკრეტებია, თუ რა იქნება ეს ნაბიჯები.

ამერიკის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უქმეებზე ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ, ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად მოლაპარაკებების განახლების მცდელობის მიზნით.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალი რანგის წყარომ AFP-ს უთხრა, რომ უიტკოფმა და კუშნერმა კონფლიქტის დასასრულებლად „უფრო ეფექტური“ წინადადებები ჩამოიტანეს, თუმცა გარღვევის შესახებ არც მოსკოვს და არც კიევს არ განუცხადებიათ.

„(მქონდა) შეხვედრა (უკრაინის) მოლაპარაკების გუნდთან ჩვენი დისკუსიების შემდეგ... ვათანხმებთ ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს. ვამზადებთ მომდევნო შეხვედრებსა და კომუნიკაციებს“, - დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე.

ასევე ნახეთ

ზელენსკი გამოდის რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკების წინადადებით, აშშ-ის წარმომადგენლებთან "არსობრივი" დისკუსიის შემდეგ

ამერიკელი სტუმრების უკრაინაში ვიზიტის დროს, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები შეჩერებული იყო.

4 სექტემბერს ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამერიკელების ვიზიტის დროს რუსეთზე საჰაერო დარტყმებს არ განახორციელებდნენ და კრემლს საპასუხო სიჩუმის რეჟიმისკენ მოუწოდა. თუმცა საჰაერო ზავი მაინც არ შედგა. უკრაინის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციების მთავარ სამმართველოში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა „არ შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ასიმეტრიული“.

ასევე ნახეთ

პუტინმა ბრძანება გასცა, სამი დღის განმავლობაში არ დაარტყან კიევს

რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს ომის დანაშაულებად აფასებენ. მოსკოვი უარყოფს, რომ მისი არმია უკრაინის სამოქალაქო ობიექტებს განზრახ ესხმის თავს.

ასევე ნახეთ

პერმში დრონი მრავალსართულიან სახლს დაეცა - წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი