ბერლინის პოლიციის შეფასებით, მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით ხუთი ათას ადამიანს შეადგენდა საღამოს 7:00 საათისთვის, აქციის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ, ხოლო თანაორგანიზატორ Campact-ის თანახმად, მონაწილეთა რიცხვი 14 ათასი იყო.
AfD-ს მიმართ პროტესტს 2025 წლის დასაწყისში ასობით ათასი დემონსტრანტი გამოუყვანია ქუჩებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის გერმანიის დედაქალაქში.
AfD-მ მოუგო კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე CDU-ს და ხმათა თითქმის 44 პროცენტი მოიპოვა აღმოსავლეთ გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში — ეკონომიკურად პრობლემურ რეგიონში, სადაც დაახლოებით 2,1 მილიონი ადამიანი, გერმანიის მოსახლეობის მხოლოდ 2,5 პროცენტი ცხოვრობს.
კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ორშაბათს განაცხადა, რომ „ღრმად შოკირებული“ იყო კენჭისყრის შედეგებით, თუმცა პირობა დადო, რომ რეფორმებს გააგრძელებს.
კიდევ ორი რეგიონული არჩევნები — ბერლინსა და აღმოსავლეთის მხარე მეკლენბურგ-წინა პომერანიაში — 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.
საქსონია-ანჰალტში არჩევნების შედეგებს ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიესალმა, ზოგმა ის უარყოფითად მიიღო. აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირის შეფასებაც დადებითია, სხვათა შორის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება დადებითად მიიღო ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა პირმა.