ხარკოვის ოლქში რუსეთის დრონმა სამგზავრო მატარებელს დაარტყა

საილუსტრაციო ფოტო: მატარებელზე იერიშის შედეგები ოდესის ოლქში. 13 აგვისტო, 2026.

9 სექტემბერს ხარკოვის ოლქში რუსულმა „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატმა სამგზავრო მატარებელს დაარტყა.

დაშავდა შვიდი ადამიანი, განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა.


როგორც იზიუმის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში დააზუსტეს, მატარებელი „ხარკოვი-იზიუმის“ მარშრუტით მოძრაობდა. დილის 10 საათისთვის, სადგურ „ისკრასთან“, რუსეთის „შაჰედი“ შემადგენლობის უკანა ნაწილს შეეჯახა. ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მივიდა სახანძრო რაზმი.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე რეგულარულად ესხმის თავს მატარებლებს. 7-8 სექტემბრის ღამეს სუმის ოლქში უპილოტო აპარატის იერიში განხორციელდა სამგზავრო მატარებელ „კიევი-სუმის“ ლოკომოტივზე. მოხდა მგზავრების ევაკუაცია. 8 სექტემბრის განმავლობაში ცნობილი გახდა კიდევ ორ მატარებელზე დარტყმის შესახებ. სუმის ოლქში თავს დაესხნენ საგარეუბნო დიზელ-მატარებელს, მგზავრებს შორის არიან დაჭრილები. ასევე იერიში მიიტანეს მატარებელზე „დნეპრი-ზაპოროჟიე“, რის შედეგადაც დაიღუპა გამცილებელი ქალი, იტყობინება „უკრაინის რკინიგზა“.

ასევე ნახეთ

ოთხი ადამიანი დაიღუპა ნოვოროსიისკზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად

ასევე ნახეთ

„პუტინი სუსტდება. სუსტი დიქტატორი კი შეუძლებელია გადარჩეს“ - ნათან შარანსკი რუსეთზე, უკრაინასა და ომის დასასრულზე