რუსეთის ჯარებმა ათიდან თერთმეტი სექტემბრის ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შეტევის შედეგად კიევის დნეპრის რაიონში ხანძარი გაუჩნდა 9-სართულიან სახლს. დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი.
დრონებით შეტევა იყო კიევის ოლქზეც. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. ბუჩის, ფასტოვის და ობუხოვის რაიონებში დაზიანებულია 17 ობიექტი, მათ შორის კერძო სახლები და სასაწყობე და სამრეწველო შენობები.
ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, რომელი საწარმოები და საწყობები იყო რუსეთის ჯარების სამიზნე.
ასევე ნახეთ
აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ ოდესასთან გემზე დრონებით შეტევის შედეგადრუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 11 სექტემბერს დილით გავრცელებული ცნობით, ღამის განმავლობაში კიევსა და კიევის ოლქში დაარტყეს მონაცემთა დამუშავების ცენტრ „ბი-მობაილს“, რომელიც უზრუნველყოფს სადაზვერვო მონაცემების დამუშავება-გადაცემას და უკრაინის არმიის ქსელური დანადგარების ფუნქციონირებას და ლოგისტიკის ცენტრ „გოსტომელს“, რომელიც გამოყენებული იყო დრონების მაკომპლექტებლების შენახვისა და განაწილებისთვის.
უკრაინულ მხარეს ამ ობიექტებზე დარტყმის შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.
ასევე ნახეთ
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და Ozon-ის საწყობები - სარატოვზე დრონებით შეტევა იყოგანახლება: 11 სექტემბერს დილით რუსეთის ჯარებმა დრონებით ისევ მიიტანეს შეტევა უკრაინის დედაქალაქ კიევზე.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სხვადასხვა რაიონში დარტყმა იყო ავტოგასამართ სადგურებზე.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 2 ადამიანი და 8 დაშავდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 11 სექტემბერს დილით კიევის სხვადასხვა რაიონში რუსული დრონებით შეტევა იყო ავტოგასამართ სადგურებზე