ხარკოვის ოლქში დიდი მსხვერპლი მოჰყვა აგროსაწარმოზე რუსეთის შეტევას

ხარკოვის ოლქში მდებარე აგროსაწარმო რუსეთის ჯარების შეტევის შემდეგ. 2026 წლის 24 სექტემბერი

24 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონზე. არის დიდი მსხვერპლი.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის და პოლიციის ინფორმაციით, დარტყმა იყო სოფელ სტარა ჰნილიცაში მდებარე აგროსაწარმოზე. დაიღუპა 6 და დაშავდა 12 ადამიანი.

განადგურებულია საწარმოს შენობა და ავტოტრანსპორტი.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ხარკოვის ოლქის ამ დასახლებულ პუნქტს დაარტყეს სამი მცირეგაბარიტიანი ფრთოსანი რაკეტით „ბანდეროლი“.

ასევე ნახეთ

კიევში მსხვერპლია რუსული რაკეტებით შეტევის შედეგად
  • 23-დან 24 სექტემბრის ღამით რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით შეუტიეს კიევს და ოდესის ოლქს.
  • ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიევში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.