ზელენსკის ინფორმაციით, მასთან ბოლო შეხვედრაზე პრეზიდენტმა ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინა ამ ლიცენზიას მიიღებს.
თავად აშშ-ის პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.
- აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა 22 სექტემბერს ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
უკრაინას Patriot-ის რაკეტები რუსული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად სჭირდება.
ასევე ნახეთ
კიევში მსხვერპლია რუსული რაკეტებით შეტევის შედეგადაშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველად 2026 წლის ივლისში, ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
მოგვიანებით ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ დარწმუნებული არ არის, ეს რაკეტები განსაკუთრებული იარაღია და მისი წარმოების უფლების გაცემისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.