ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბელარუს კოლეგას, მაქსიმ რიჟენკოვს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ინიციატორი ბელარუსის მხარე იყო.
პრესცენტრის თანახმად, მათ ისაუბრეს „პრიორიტეტულ საკითხებზე“, მათ შორის „სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე“.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ასევე ნახეთ
ბელარუსელ კოლეგასთან ბოჭორიშვილის შეხვედრაზე ცნობა საგარეომ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა- მინსკი ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა კონტაქტებს ინარჩუნებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებთან.
- ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ლუკაშენკა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაშიც დაადანაშაულეს სოხუმში ვიზიტის გამო 2022 წელს.
მინისტრები, ბოჭორიშვილი და რიჟენკოვი ნიუ-იორკში 2025 წლის 24 სექტემბერსაც შეხვდნენ ერთმანეთს - მაშინაც გაეროს გენერალური ასამბლეის მიმდინარეობისას.
ასევე ნახეთ
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ბელარუსის ელჩს შეხვდა- მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ.
- პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თბილისში ბელარუსის ვიცე-პრემიერს, იური შულეიკას, - რომლისთვისაც ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთს აქვთ ფინანსური სანქციები დაწესებული, - 2026 წლის 16 მარტს უმასპინძლა.
ასევე ნახეთ
კობახიძე თბილისში შეხვდა ბელარუსის ვიცე-პრემიერ შულეიკასწელს ნიუ-იორკში რიჟენკოვს ასევე შეხვდა პოლონელი კოლეგა, რადოსლავ სიკორსიც, რომელმაც განაცხადა:
„როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი ყოველთვის მზადაა, ამას დათანხმდეს“.