მისი თქმით, 2021 წლის თებერვალში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და მისი წინამორბედის (გიორგი გახარია) გადადგომით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის პირობებში. მისი სიტყვებით, ამ დროს „ხელისუფლება ჩამოშლის პირას იყო“.
მასალა არქივიდან
გიორგი გახარია პრემიერობიდან გადადგამასალა არქივიდან
გიორგი გახარია - „ოცნების“ გმირი და მოღალატე„პრემიერად დანიშვნისთანავე, უმოკლეს დროში აღვადგინეთ წონასწორობა, გავამყარეთ გუნდი, დავასტაბილურეთ ვითარება, გუნდთან ერთად გადავდგით გაბედული, ქმედითი, ეფექტიანი და იმ დროისთვის რისკიანი ნაბიჯები: გავხსენით ქვეყანა, შემოვიტანეთ სამი სახის ვაქცინა, უარი ვთქვით კოვიდდიქტატურაზე და ჩვენს ხალხს გამოვუცხადე სრული თავისუფლება ვაქცინაციასთან დაკავშირებით“.
ღარიბაშვილი აღნიშნავს ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწევებზეც: „ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების უკომპრომისო დაცვითა და ჩვენი გუნდის საერთო ძალისხმევით, 2023 წლის დეკემბერში მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“.
თანამდებობიდან გადადგომიდან სამი წლის შემდეგ, წერილის ბოლოს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი სვამს კითხვას „ხალხს მინდა ვკითხო: ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა - საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით?!“
მისი მერვე წერილი 19:40 საათზე გავრცელდა. გამოქვეყნებიდან 45 წუთის შემდეგ მას 332 ემოცია, 93 კომენტარი და 37 გაზიარება აქვს.
ღარიბაშვილის წერილები:
- 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
- 18 აგვისტოს გავრცელებულ წერილში მან თქვა, რომ წერილის გამგზავნი მამუკა მდინარაძე იყო - მდინარაძე სხვადასხვა დროს იკავებდა ვიცე-პრემიერის, მინისტრის, სუსის ხელმძღვანელის, საპარლამენტო ლიდერის თანამდებობებს. ამავე წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველაფერი გააკეთა“ გუნდთან და ძვირფას ადამიანებთან „დაპირისპირების“ თავიდან ასაცილებლად. სწორედ ასე ახსნა მან კორუფციის შესახებ წაყენებული ბრალის აღიარება, რის გამოც საპროცესო შეთანხმებით 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. მდინარაძის პრესსამსახურში მაშინ თქვეს, რომ „სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა“;
- 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
- 27 აგვისტოს, მოულოდნელად, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა და თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ ესაუბრა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს: „მირჩევნია გავიწიო“, „ჩემთვის ასე სჯობდა“;
- ამავე დღეს მან ჟურნალისტების კითხვის პასუხად უარყო ღარიბაშვილის გავრცელებული ინფორმაცია წერილის გაგზავნასთან დაკავშირებით: „არავისთვის არასდროს გამიგზავნია წერილი. პირდაპირ გეუბნებით, მსგავსი საკითხებით მე არასდროს ვყოფილვარ დაკავებული“;
- 1 სექტემბრის წერილში ღარიბაშვილმა თქვა, რომ კითხვები აქვს „ასავალ-დასავლის“ იმ რესპონდენტის თვითმკვლელობის საქმეზე, რომელიც მას აქებდა, ირაკლი კობახიძეს კი აკრიტიკებდა;
- 7 სექტემბრის წერილში მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური პოლიტიკური თამაშები“ მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში მოისმინა სახედაკარგული ადამიანების უღირსი და ყალბი განცხადებები;
- 21 სექტემბერს მისი მეშვიდე წერილით მან კვლავ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართა: მისი თქმით, მათ „საკუთარი ამომრჩეველიც კი დააბნიეს“ და გააჩინეს „უიმედობის, არასტაბილურობისა და არაპროგნოზირებადი მომავლის შიში“... „თქვენ უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ...“