მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მონიტორინგის სისტემამ ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონი 30 სექტემბერს, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დააფიქსირა.
უპილოტო საფრენი აპარატი სოფელ ჰირბოვეცის რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ეს რაიონი უკრაინის ოდესის ოლქიდან დაახლოებით ოც კილომეტრშია. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
- მოლდოვის ტერიტორიაზე დრონები ადრეც არაერთხელ შეიჭრნენ. 2026 წლის აგვისტოში კიშინიოვმა მოსკოვიდან კონსულტაციისთვის ელჩიც გაიწვია მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა და აფეთქდა.
რუმინეთი და პოლონეთი
30 სექტემბერს რუმინეთის საზღვართან უპილოტო საფრენი აპარატის მიახლოების გამო სიტუაციის მონიტორინგისთვის გაიგზავნა ნატოს ძალების ორი გამანადგურებელი F-18.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონი უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონიდან მოძრაობდა, თუმცა საბოლოოდ რუმინეთის საჰაერო საზღვარი არ გადაუკვეთავს.
- ერთი კვირის წინ, 24 სექტემბერს უკრაინაზე რუსეთის შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ რაიონში ჩამოვარდა და აფეთქდა. ანალოგიური ინციდენტები იყო სხვა დროსაც.
ასევე ნახეთ
მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს და კიევის ოლქს30 სექტემბერს საჰაერო სივრცის დასაცავად პრევენციულ ზომებს მიმართა პოლონეთმაც. შეიარაღებული ძალების სარდლობამ მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო თავდაცვის სისტემები და მონიტორინგის მიზნით საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნა.
საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ავიაციის თავისუფალი მოქმედების უზრუნველსაყოფად დროებით დახურეს ჟეშუვის და ლუბლინის აეროპორტები. მათ მუშაობა ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათიდან განაახლეს.
- პოლონეთი-უკრაინის საზღვართან არაერთი ინციდენტი იყო. მათ შორის 28 სექტემბერს, როცა უკრაინის ტერიტორიაზე რუსული დრონებით შეტევისას დაზიანდა პოლონეთთან საზღვარზე, უკრაინის ვოლინსკის ოლქში მდებარე გამშვები პუნქტი.
ასევე ნახეთ
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიაიყო შემთხვევებიც, როცა სხვა სახელმწიფოების, მათ შორის ბალტიის ქვეყნების საჰაერო სივრცეებში უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეაღწიეს. კიევში განაცხადეს, რომ ეს დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ზემოქმედების შედეგად.