3 ოქტომბერს, ₾10 მლნ-ის გათეთრების ბრალდების შესახებ ფეიქრიშვილების სასამართლო სხდომის შემდეგ, პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა „ტვ პირველს“ განუცხადა:
„სამომავლო ვარაუდებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, გამოძიება ჩატარდება სრულყოფილად და ობიექტურად. ამ ეტაპზე ვერაფერს გამოვრიცხავთ და ვერც დავადასტურებთ“.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა, აქვთ თუ არა ვარაუდი, რომ ძმები ფეიქრიშვილები უკანონო „ქოლცენტრებთან“ იყვნენ დაკავშირებული.
ასევე ნახეთ
ვინ არიან და რატომ დააკავეს ძმები ფეიქრიშვილებიმარიამ ბერძენიშვილი არაერთი გახმაურებული საქმის პროკურორია, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის.
ლილუაშვილს 16 სექტემბერს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს „ქოლცენტრების მაფველობისა“ და ქრთამის აღების ბრალდებით.
ასევე ნახეთ
მილიონები ჩანთაში, ქოლცენტრები და „ღვთის ნება” - რის გამო გაასამართლეს გრიგოლ ლილუაშვილი?რას ედავებიან ფეიქრიშვილებს
- პროკურატურამ 22 სექტემბერს დაკავებულ ძმებს, გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, 2 ოქტომბერს ახალი ბრალდება წარუდგინა - 10 მილიონი ლარის „გათეთრება“.
- ახალი ბრალდება უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რის გამოც ისინი დააპატიმრეს, და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლომ ფეიქრიშვილებს 23 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე. დაპატიმრებულია მათი პირადი მცველიც, ალექსანდრე ჩაფოძე.
ასევე ნახეთ
ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს პატიმრობა შეუფარდეს - ახალი დეტალები- გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისგან - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ედავებიან ჯგუფურ ხულიგნობას, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსის ძღოლთან დაპირისპირების ინციდენტია.