სხდომაზე ძმებმა კაკულიებმა ბრალდება კიდევ ერთხელ უარყვეს და განაცხადეს, რომ საქმეში მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, ხოლო ნიკო კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოუწოდეს.
საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა. არსებითი განხილვა 29 ოქტომბერს დაიწყება. ძმებმა კაკულიებმა უარი თქვეს, მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
- 22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულები ძმები დავით (დათა) და გურამ (გუგა) კაკულიები და ბესარიონ (ბუსა) ჟვანია არიან.
- მკვლელობისთვის 16 და 17-წლიან სასჯელს ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე იხდიან.
- 2001 წელს მოკლული კანონიერი ქურდის, დათო კაკულიას ვაჟები სხვა, მკვლელობის მცდელობის საქმეზე იხდიან 9-წლიან სასჯელს;
- გარდაცვლილი ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას ვაჟზე, ბესარიონ ჟვანიაზე კი ძებნაა გამოცხადებული. პროკურორიც და ადვოკატიც ამბობენ, რომ არ იციან, სად იმყოფება.
ასევე ნახეთ
„არა, არ ვეთანხმებით ბრალდებებს“ - ძმები კაკულიები თავს უდანაშაულოდ თვლიანკაკულიები: „გაიტანონ საჩივარი“
15 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენკომ დავით და გურამ კაკულიებს ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ. ორივემ უარყო ბრალდება.
„თავს დამნაშავედ, რა თქმა უნდა, არ ვცნობ! ეს სხდომა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს“, - თქვა დავით კაკულიამ.
დავით კაკულია
„ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ერთი ცრუ მოწმეც ვერ მოიყვანეს“, - თქვა მან.
დავით კაკულიამ ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართა: „გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია“.
გურამ კაკულია
გურამ კაკულიამაც „აბსურდული“ უწოდა ბრალს, ხოლო დასახელებულ მოტივს - „გამოგონილი“.
„ამ პატაკის ავტორს ამ ფანტაზიით თავისუფლად შეეძლო ჰოლივუდში სცენარისტად ემუშავა“, - განაცხადა მან.
იქვე თქვა, რომ ძმები არცერთ შემდეგ სხდომას არ დაესწრებიან.
ასევე ნახეთ
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზატორებად პროკურატურამ ძმები კაკულიები და ჟვანია დაასახელაკვარაცხელიას დედა: „გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა მკვლელობა“
ნიკო კვარაცხელიას დედამ, იზა ომაძემ განაცხადა, რომ მთავარი შეკითხვა მკვლელობის რეალური დამკვეთის ვინაობაა. ის თვეებია, ამ პოზიციაზეა.
იზა ომაძის თქმით, საზოგადოება მხოლოდ იმ ახალგაზრდებზე არ უნდა კონცენტრირდეს, რომლებსაც პროკურატურა მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
ომაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ კაკულიები და ჟვანია „არიან გამოყენებული და გადაგდებული სწორედ ჰოლივუდური სცენარით“.
„გამეცეს პასუხი, ვინ დაუკვეთა „მომავლის ბიჭის“, ჩვენი ნიკოს მკვლელობა ამ ახალგაზრდებს! თუ არ გამეცა ამაზე პასუხი, გამოდის, რომ დამკვეთი ისევ არის ხელისუფლებაში“, - დაწერა მან.
„ყველაფერი ვიცოდით ხუთი წლის წინ! მადლობა თანადგომისთვის… ყველაფერი გაცხადდება!“ - გაიმეორა მან.
ასევე ნახეთ
„პოლიციის მაღალჩინოსნებმა ძმებ კაკულიებზე თავიდანვე იცოდნენ“, - ამბობს ქვაჭრელიშვილი, უარყოფს თამაზაშვილიშემდეგ ძმების მიმართვაზე პასუხად თქვა, რომ სარჩელი მათ წინააღმდეგ ოჯახს არ შეუტანია: „რაც არ შეგვიტანია, ვერც გამოვიტანთ“.
მოგვიანებით ტელეკომპანია „პირველს“ უთხრა, რომ კავილაძეც, ჭელიძეც, კაკულიებიც და ჟვანიაც „ყველანი არიან შემსრულებლები, უბრალოდ სხვადასხვანაირად გადანაწილდა მათი ფუნქციები“.
„მათ ვურჩევ, კეთილგონიერებას მოუხმონ … დაფიქრდნენ და თქვან, ვინ დაავალათ ეს მკვლელობა“, - თქვა მან.
პროკურორი vs ადვოკატები
საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, - ცნობილმა პროკურორმა, რომელიც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს უძღვებოდა და ახლაც აგრძელებს ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ, - თქვა:
„თქვენ მოუსმინეთ ძმებ კაკულიებს, როგორი აგრესიული პასუხი ჰქონდათ, რომ ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებენ… ჩვენ წარმოვაგდენთ ჩვენებებს, ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, რაც საბოლოო ჯამში მოსამართლეს დაარწმუნებს მათს ბრალეულობაში“.
პროკურორის თქმით, გარემოებები „ერთობლიობაში უნდა შეფასდეს“: „ცალკე აღებული არ ვაფასებთ იმას, ბესარიონ ჟვანია იცნობდა თუ არა დავით და გურამ კაკულიებს, ეს ფასდება ფაქტობრივ გარემოებებთან და მტკიცებულებებთან ერთობლიობაში“, - განაცხადა მან და ასე გამოეხმაურა ადვოკატის მინიშნებას, რომ მეგობრობა დანაშაული არ არის
პროკურორი ლევან ვეფხვაძე. ფოტო არქივიდან
ძმები კაკულიების ადვოკატმა შოთა კაკულიამ თქვა, რომ საქმის 35 ტომში „არ არსებობს პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება“, რომელიც მის დაცვის ქვეშ მყოფებს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დააკავშირებდა.
ბესარიონ ჟვანიას ადვოკატმა ალექსანდრე ჩხეიძემაც თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირი არ ჰქონია.
ადვოკატის თქმითვე, ჟვანია გამოძიების მიმდინარეობისას ორჯერ დაიბარეს, ერთ შემთხვევაში საზღვარგარეთ იყო და ამის გამო საქართველოში დაბრუნდა კიდეც.
„ნაცნობობას არავინ უარყოფს, ბავშვობის მეგობრები არიან. ანუ სომხეთში რომ მეგობარი მეგობართან წავიდა … ეს თუ იმას ედება საფუძვლად, რის გამოც დღეს სასამართლო პროცესი ტარდება, სრული აბსურდია და მეტი არაფერი“, - განაცხადა ჩხეიძემ.
სად არის ბუსა ჟვანია?
პროკურატურის თანახმად, ბუსა ჟვანიაზე ძებნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მას ეძებენ როგორც საქართველოში, ისე ინტერპოლის მეშვეობით.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, „ჟვანიას საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი არ აქვს“.
და ჯერ პროკურატურას მისი ადგილსამყოფელი არ აქვს დადგენილი.
ბუსა ჟვანია. IPN-ის ფოტო
„ვინაიდან მასთან დაკავშირება ვერ მოხდა, ჩვენ დავუკავშირდით ოჯახს, ოჯახმა ადვოკატები ჩართეს საქმეში, ამიტომ სად არის ბესარიონ ჟვანია, კონკრეტულად ალბათ უფრო ადვოკატებმა იციან“, - თქვა ლევან ვეფხვაძემ.
ჟვანიას ადვოკატმა კი თქვა, რომ თავიის დაცვის ქვეშ მყოფის ადგილსამყოფელი არც მან იცის და მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
ალექსანდრე ჩხეიძის თქმით, ადვოკატად ის ჟვანიას ოჯახის წევრებმა აიყვანეს.
„არც ჩემთვის არის ცნობილი და არც ბრალდების მხარისთვის. ბრალდების მხარე ამბობს, რომ ოფიციალურად არ აქვს საზღვარი გადაკვეთილი. დღეს სად არის, სად იმყოფება, რატომ არ იმყოფება პროცესზე, არ ვიცი“, - განაცხადა ადვოკატმა.
ასევე ნახეთ
ბუსა ჟვანიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს - მას ბრალი ნიკო კვარაცხელიას საქმეზე ედებანიკო კვარაცხელიას მკვლელობა
2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16:20 საათზე თბილისის ცენტრში, ფიქრის გორაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკო კვარაცხელია მოკლეს.
პროკურატურის ვერსიით, ძმებმა კაკულიებმა 2021 წლის „სექტემბრის დასაწყისში“ „უკანონოდ გადმოკვეთეს“ საქართველოს საზღვარი, რაზეც ჟვანიაც ფლობდა ინფორმაციას.
გამოძიების ვერსიითვე, ჟვანიამ ისინი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, საკუთარი ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. პროკურორის მტკიცებით, „აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე“.
ასევე ნახეთ
"პირველივე გასროლით მივხვდი, რომ ეს იყო იარაღი" - თავდასხმები საჯარო სივრცეებშიპროკურატურის ინფორმაციით:
- ჭელიძემ და კავილაძემ შეიძინეს პისტოლეტი და ვაზნები;
- დაადგინეს ნიკო კვარაცხელიას სახლის მისამართი და „ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს“.
- მკვლელობამდე ერთი დღით ადრე კი იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი;
- „ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას.
- ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა“.
- შემდეგ ორივენი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ნიკო კვარაცხელია მიყენებული მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გარდაიცვალა.
პროკურატურამ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას საქმესთან 2026 წლის 17 თებერვალს, დააკავშირა.