ტრამპი: „ძალიან მალე" შეხვედრა იქნება პუტინსა და ზელენსკისთან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებით „დიდ პროგრესს“ აღწევენ და „ძალიან მალე შეხვედრა იქნება“.

ეს ტრამპმა ჟურნალისტებს 27 ოქტომბერს უთხრა. შეკითხვას, ვისთან იქნება შეხვედრა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან. სხვა დეტალები ტრამპს არ დაუკონკრეტებია.

  • აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა 20 ოქტომბერს ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართა მოლაპარაკება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ხოლო 21 ოქტომბერს - სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
  • მოლაპარაკებებში ონლაინ მონაწილეობდა ტრამპის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მისი სიძე ჯარედ კუშნერი.
  • ამ შეხვედრების შემდეგ გამოცხადდა, რომ ნოემბერში განახლდება აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები.

ასევე ნახეთ

ფინეთის და ნორვეგიის ლიდერები პუტინს ტელეფონით ესაუბრნენ
  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.
  • უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.

ასევე ნახეთ

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, ომი "გაიყინოს". რუბიოს თანახმად, მთავარი საკითხია დონბასი