აშშ-მა უკრაინისთვის 2,1 მილიარდი დოლარის ღირებულების Patriot-ის რაკეტების მიყიდვა დაამტკიცა

Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემები (არქივი)

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პარასკევს განაცხადა, რომ დაამტკიცა უკრაინისთვის 500 ერთეული Patriot PAC-3 ტიპის რაკეტის მიყიდვა, რომლის სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი დოლარია, - იტყობინება Reuters-ის სააგენტო.

უკრაინა რაკეტების საფასურს გადაიხდის კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის მიერ გადარიცხული თანხებით, აშშ-ის JUMPSTART პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირის უკრაინის მხარდაჭერის სესხით (Ukraine Support Loan) დაფინანსებულ ეროვნულ სახსრებთან ერთად, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ამ გაყიდვის ძირითადი კონტრაქტორი Lockheed Martin-ია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინა თითქმის ერთი თვე ელოდებოდა აშშ-ის მიერ რაკეტების მნიშვნელოვანი მიწოდების დოკუმენტზე ხელმოწერას, იმ ფონზე, როდესაც რუსეთმა გააძლიერა თავდასხმები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის ლიდერმა არაერთგზის მოუწოდა შეერთებულ შტატებს, რომელიც აწვდის NATO-ს მოკავშირეების მიერ PURL-ის სახელით ცნობილი პროგრამის ფარგლებში შესყიდულ რაკეტებს, დააჩქაროს მიწოდება ზამთრის დადგომამდე.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: რომ იშუამავლო, უნდა იდგე შუაში, მაგრამ არ უნდა გქონდეს შუალედური დამოკიდებულება ამ ომის მიმართ. ნათელია, ვინ არის აგრესორი