იმის შესახებ, რომ ასეთი შეხვედრა უახლოეს მომავალში მოეწყობა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
28 ოქტომბერს ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე თქვა, რომ, მისი აზრით, აშშ „დიდ პროგრესს აღწევს რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით“.
ასევე ნახეთ
ტრამპი: „ძალიან მალე" შეხვედრა იქნება პუტინსა და ზელენსკისთანმანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოემბრის პირველ ნახევარში არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში დაგეგმილია სამმხრივი მოლაპარაკებები აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრაზე შესაძლოა, განიხილონ ენერგეტიკული ზავის, შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისა და მარცვლეულის ექსპორტის საკითხები. თუმცა ტერიტორიული საკითხები და ომის შეწყვეტა შესაძლოა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების დონეზე განიხილოს.
ასევე ნახეთ
ზელენსკიმ მომავალი სამმხრივი შეხვედრის დეტალებზე ისაუბრარუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში დისკუსია უნდა ეხებოდეს „რუსეთისა და უკრაინისთვის უსაფრთხოების სისტემის მშენებლობას“. 25 ოქტომბერს უშაკოვმა დაამატა, რომ შეხვედრა იქნება „სადაზვერვო-საცდელი ხასიათის“ და მასზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ნაკლებად სავარაუდოა.