გარიგების სავარაუდო ღირებულება 2,1 მილიარდი დოლარია. ეს იქნება კიევისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი დონალდ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის მუშაობის დაწყების შემდეგ.
უკრაინა დიდი ხანია აცხადებს, რომ სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი გადამჭერი რაკეტები რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ქვეყნის მიმართულებით გაშვებული რაკეტების სულ უფრო მასშტაბური ტალღების მოსაგერიებლად. Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა ყველაზე ეფექტიან იარაღად მიიჩნევა მაღალი სიჩქარით მოძრავი ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ
ფრონტზე “გაჭედილი” კრემლის ტერორი – რას ბომბავს რუსეთი უკრაინაში და რა მიზნით?უკრაინას ეს რაკეტები რუსეთის ინტენსიური საჰაერო თავდასხმების მოსაგერიებლად სჭირდება. თუმცა დამტკიცება დაუყოვნებლივ მიწოდებას არ ნიშნავს - რაკეტები ჯერ წარმოებული არ არის და არსებული გეგმით, მათი ჩასვლა უკრაინაში მხოლოდ 2030-იანი წლების დასაწყისშია მოსალოდნელი.
როგორ Reuters წერს, ერთ-ერთი ინფორმირებული პირის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო პენტაგონს მოუწოდებს, მიწოდების ვადები დააჩქაროს.
ასეთ შესაძლო ვარიანტად განიხილება კიევისთვის იმ რაკეტების გადაცემა, რომლებიც უკვე აშშ-ის სამხედრო არსენალშია, ხოლო მოგვიანებით ამ მარაგების ახლად წარმოებული Patriot-ის გადამჭერი რაკეტებით შევსება.
ასევე ნახეთ
მომავალი სასტიკი ზამთარი: რუსეთის გაძლიერებული საჰაერო დარტყმების ფონზე უკრაინელები რთული დროისთვის ემზადებიანსახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უკრაინა რაკეტების ღირებულებას კანადის, გერმანიისა და ნორვეგიის ფინანსური შენატანებით გადაიხდის, რომლებიც აშშ-ის JUMPSTART-ის პროგრამის მეშვეობით გამოიყოფა. დაფინანსების დამატებითი წყარო იქნება უკრაინის ეროვნული სახსრები, რომლებიც ევროკავშირის „უკრაინის მხარდაჭერის სესხით“ ფინანსდება.
პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, JUMPSTART-ის პროგრამა მოკავშირე ქვეყნების შემოწირულობებს იყენებს უკრაინისთვის შეიარაღების, მომსახურებისა და სამხედრო მომზადების შესაძენად, რათა ქვეყანამ რუსეთის შეჭრის შემდეგ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს.
გაყიდვის გარიგების მთავარი კონტრაქტორი ამერიკული კომპანია Lockheed Martin იქნება.