კიევის თანახმად, წუხელ რუსეთმა უკრაინას 134 დრონით შეუტია, არიან დაჭრილები

რუსეთის თავდასხმის შედეგები ხარკოვში. 31 ოქტომბერი. 2026.

30-31 ოქტომბრის ღამეს რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის კერძო სექტორზე. როგორც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური იუწყება, დაშავდა ხუთი ადამიანი. სულ დაზიანდა 10-მდე კერძო სახლი, სამეურნეო ნაგებობები და ავტომობილი.

კიევის ოლქში ღამით დრონების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა: 1950 წელს დაბადებული ქალი და 1951 წელს დაბადებული მამაკაცი. დაზიანდა კერძო საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობა, განაცხადა ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ.

სუმის ოლქში დრონი მოხვდა საცხოვრებელ სახლს. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი. „საოლქო ცენტრში დარტყმები დაფიქსირდა სხვადასხვა მისამართზე, საგანგებო სამსახურები ერთდროულად მუშაობდნენ რამდენიმე ადგილზე. დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობები და სატრანსპორტო საშუალებები, გაჩნდა ხანძრები“, - ნათქვამია შეტყობინებაში.

დნეპროპეტროვსკის ოლქში თავდასხმები განხორციელდა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურიის მონაცემებით, სერიოზულად დაზიანდა ენერგეტიკული აღჭურვილობა. „ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება დნეპრისა და კამენსკოეს მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე დნეპროპეტროვსკისა და ნოვომოსკოვსკის რაიონების მცხოვრებლები“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან, რომ ღამის განმავლობაში უკრაინას სულ თავს დაესხა რუსეთის 134 უპილოტო აპარატ. მათგან 105 ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ

ოლეშკიდან ევაკუირებულების თვითმფრინავები ბელორუსშია - მოსახლეობა უკრაინაში დაბრუნებას ელოდება

უკრაინის ენერგეტიკაზე რუსეთის დარტყმებმა ელექტროენერგიის გარეშე 300 ათასამდე ოჯახი დატოვა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან აღნიშნა, რომ იერიში მიიტანეს კიევისა და შოსტკის თბოელექტროცენტრალებზე, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოთხ ელექტროქვესადგურზე, გაზგამანაწილებელ ობიექტსა და რკინიგზის ინფრასტრუქტურაზე დნეპრსა და ხარკოვში. ზელენსკის თქმით, ელექტროენერგიის გარეშეა 200 ათასამდე ოჯახი დნეპრსა და ოლქში, ხოლოს 80 ათასზე მეტი - კიევის ოლქში.