მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის რაიონში კვამლი ადის. თუ რა იწვის კონკრეტულად, ჯერჯერობით უცნობია. გამოცემა ASTRA-მ დაადგინა, რომ ხანძრის კერა მდებარეობს აეროპორტის ჩრდილოეთით მდებარე ტყეში, „ტზკ შერემეტიევოს“ საწყობთან ახლოს.
შერემეტიევოს პრესსამსახურმა უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ აეროპორტში საჰაერო განგაში გამოცხადდა. „გამოქვეყნებული ფოტოები გასული პერიოდების მოვლენებს უკავშირდება და აეროპორტში არსებულ მიმდინარე სიტუაციას არ ასახავს“, - ნათქვამია განცხადებაში. შაბათს დილით მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა დედაქალაქისკენ მიმავალი 11 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შერემეტიევოში თვითმფრინავების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დააწესეს.