„გარეთ რომ უკეთესი ხვდებოდეს ადამიანს, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ის, რომ საპყრობილეს თავი დავაღწიე, მაინც და მაინც ბედნიერების საფუძველს არ მაძლევს“,- განაცხადა ირაკლი ჩხვირკიამ.
მისი სიტყვებით, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ეროვნული მთლიანობის აღდგენა" - ეს არის მისი სამომავლო გეგმა, ირაკლი ჩხვირკიას ხელში ეჭირა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გამოცემული წიგნი: „აფხაზეთი (1917-1921) - მეხსიერების რეკონსტრუქცია“.
ჩხვირკიას ბრალი
ირაკლი ჩხვირკიას პროკურატურა ჯგუფურად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საპროცესო პირობების მიხედვით, ირაკლი ჩხვირკიას რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე განესაზღვრა, ხოლო 2 წელი პირობით მსჯავრად ჩაეთვლება.
დღეს, 6 ნოემბერს, საპატიმრო დატოვა ამ საქმეში მსჯავრდადებულმა ნანა სანდერმაც.
ასევე ნახეთ
აქტივისტმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვასხვა მსჯავრდადებულები
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდადებულთა ნაწილი საპროცესო შეთანხმებებს სააპელაციო განხილვის ეტაპზე აფორმებს.
4 ნოემბერს საპატიმრო დატოვეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ბერიძემ.
ასევე ნახეთ
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესსაპროცესო შეთანხმების თანახმად, 16 ოქტომბერს უნდა გათავისუფლდეს კიდევ ერთი მსჯავრდადებული, გური ჟვანია. მას ჩხვირკიას მსგავსად სასჯელის სახით 3 წლითა და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, საიდანაც 1 წელი და 1 თვე რეალური პატიმრობაა, 2 წელი კი - პირობითი მსჯავრი.
ამავე საქმეზე საპროცესო შეთანხმებები გაუფორმეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ნიკოლოზ გვენცაძესა და ზაქრო ალბუთაშვილს. ისინი უკვე გათავისუფლდნენ.
ასევე ნახეთ
საპროცესოთი გაათავისუფლეს ექიმი გიორგი ჩახუნაშვილისაპროცესო შეთანხმებაზე უარს აცხადებენ საქმეზე მსჯავრდადებული პოლიტიკოსები პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.
2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე მსჯავრდადებული აბო ნავერიანისა და მარიამ მეყანწიშვილის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენები. ნავერიანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მეყანწიშვილს კი - 5000-ლარიანი ჯარიმა.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე, პოლიტიკოსების ჩათვლით, ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი 2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენები გახდა.
იმ დღეს, როდესაც საქართველოში ადგილობრივი არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ასევე ნახეთ
გმირები არიან, თუმცა ტყვეობაში არ უნდა დარჩნენ - ბურჭულაძე მათზე, ვინც საპროცესო შეთანხმებას აფორმებსდემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის ღობის გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.