კვირას, 8 ნოემბერს აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის თბილისის N42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებმა მორიგი აქცია დაიწყო.
მათი პროტესტი გამოიწვია ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, იმავე შენობაში სასწავლო პროცესი ვერ გაგრძელდება.
6 ნოემბრის აქციის შემდეგ, მშობლებმა შაბათს კვლავ იმსჯელეს და გადაწყვიტეს, კვირას მორიგი აქცია გაემართათ. მათი მოთხოვნებია:
- განათლების სამინისტრომ გამოუყოს მოსწავლეებს შესაფერისი შენობა - ცენტრალურ უბანშუ, მეტროდან ფეხით სავალ მანძილზე;
- „არავითარი ჰიბრიდული ან ონლაინ სწავლება და არავითარი მეორე ცვლა“.
დღესვე დაგეგმილია მშობლებით დაკომპლექტებული სამეურვეო საბჭოს შეხვედრა დირექციასთან.
ასევე ნახეთ
„ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო“ - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართესმშობლებისთვის მიუღებელია განათლების სამინისტროს სამივე შეთავაზება:
- ონლაინ სწავლება;
- 51-ე სკოლასთან შერწყმა, მეორე ცვლაში სწავლება;
- ჰიბრიდული სწავლება.
საქართველოში არაერთი სკოლაა, რომლებშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დათვალა.