კვირას, 8 ნოემბერს ვეკუას სახელობის სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა მორიგი აქცია გამართეს.
დაახლოებით 14:00 საათზე კი მშობლებს მიუვიდათ შეტყობინება ლალი კალანდაძისგან, განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსისგან.
ამ წერილის შინაარსს ერთ-ერთი მშობელი, მარი გაბედავა ავრცელებს ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ
„არავითარი ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლა“ - მორიგი აქცია ვეკუას სკოლასთანრა გადაწყდა სკოლაზე
სამინისტროს წარმომადგენელი მშობლებს ატყობინებს, რომ 42-ე სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე გადაწყდა:
- „სამხარაულის ბიუროს გაეგზავნა დამატებითი მოთხოვნა სიღრმისეული ანალიზის გასაკეთებლად. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაცია მანამდე იყო ზეპირი, ჩაითვალა, რომ დამატებით ჩართონ ექსპერტები ამ პროცესში.
- მანამდე, სასწავლო პროცესი გაგრძელდება სკოლის შენობაში.
- ამასთანავე, ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება.
- ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები.
- სკოლას დაემატებიან მანდატურები.
- რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელუც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“.
საქართველოში არაერთი სკოლაა, რომლებშიც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, შემდეგ კი მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ იქ საგანმანათლებლო პროცესი ვერ გაგრძელდებოდა. რადიო თავისუფლებამ 10-ზე მეტი ასეთი სკოლა დათვალა.