იაპონიაში კვირას გამთენიისას 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით Kyodo News წერს, რომ დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
აიტის პრეფექტურაში ეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო. ხელისუფლების განცხადებით, პრეფექტურის ზოგ რაიონში წყალმომარაგების შეფერხება დაფიქსირდა. იაპონიის ტელევიზიის კადრებში ჩანდა მაღაზიების ჩამსხვრეული ვიტრინები და ქუჩებში მიმოფანტული მინის ნამსხვრევები.
მეტეოროლოგიურმა სააგენტომ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მომდევნო კვირაში, განსაკუთრებით კი უახლოეს ორ-სამ დღეში, შესაძლებელია ძლიერი მიწისძვრები მოხდეს.
- მიმდინარე წლის ივლისში იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიურმა უბედურებამ გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა ათასობით სახლში, გზებისა და ხიდების დანგრევა, ხანძრები და შენობების ჩამონგრევა.