„ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება - ტრამპი უკრაინაზე

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგები კიევში. 2026 წლის 7 ნოემბერუ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ახლოს არიან შეთანხმებასთან რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად, რის შედეგადაც უკრაინას „ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება.
  • ტრამპმა 8 იანვარს ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CBS News-ს.
  • 10 ნოემბერს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში უნდა განახლდეს აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.

ტრამპი არ ამბობს, პუტინს უფრო ენდობა თუ ზელენსკის

დონალდ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ყველაზე დიდ ბარიერად დაასახელა სიძულვილი ზელენსკისა და ტრამპს შორის, ისევ თქვა, რომ უკრაინის ომი მემკვიდრეობად ერგო, მაგრამ იმედი აქვს, რომ მალე დაასრულებს, არ ფიქრობს, რომ პუტინი მის გაცურებას ცდილობს, ან მშვიდობის მთავარი შემაფერხებელია და არც იმას, რომ რუსული დიზელის საწვავისთვის სანქცების დროებით მოხსნით რუსეთს რაიმე დიდი სამსახური გაუწია.

შეკითხვას, მოელის თუ არა ყველაფერი დასრულდება თავისუფალი და დამოუკიდებელი უკრაინით, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ფიქრობს, ამას მიაღწევენ და საბოლოოდ უკრაინას „ცოტა განსხვავებული ფორმა" ექნება.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა ამ განსხვავებულ ფორმაში, უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობას, თუ რაიმე სხვას.

აშშ-ის პრეზიდენტმა არ უპასუხა შეკითხვასაც, პუტინს უფრო ენდობა თუ ზელენსკის

ასევე ნახეთ

ტრამპი პუტინის წარმომადგენელს შეხვდა და მოსალოდნელი „დიდი შეთანხმების" შესახებ განაცხადა

10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში დაგეგმილია აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით სამმხრივი მოლაპარაკებები 2026 წლის იანვარში დაიწყო.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში. პროცესი შეჩერდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო ოპერაციის დაწყების (თებერვლის ბოლო) შემდეგ.
  • უმთავრესი, რასაც რუსეთი მოითხოვს, დონბასზე მისი კონტროლის აღიარებაა. დღემდე უკრაინას არაერთხელ უთქვამს, რომ თავისი ტერიტორიების ნებით დათმობას არ აპირებს.

ასევე ნახეთ

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, ომი "გაიყინოს". რუბიოს თანახმად, მთავარი საკითხია დონბასი