9 ნოემბერს, - გამოძიების დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, - ნათია თურნავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, - რაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა, - და თქვა:
„მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ
ნანა ყეინიშვილი: ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას„ჯერჯერობით არ მოუმართავთ“
„როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა“, - თქვა ნათია თურნავამ.
„თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა.
ასევე ნახეთ
ნათია თურნავა ნანა ყეინიშვილზე: "სამწუხაროა, რომ გაჩნდა ეჭვები... დროულად მივმართეთ პროკურატურას"რადიო თავისუფლების გამოძიება
რადიო თავისუფლებამ 2026 წლის 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება სათაურით: „ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა“.
გამოძიების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის, „ბიტექსჩეინჯის“, ბიზნესის წილს ითხოვდა. კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.
რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა შესაბამისი აუდიოჩანაწერიც, - რაც „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებელმა დავით ორჯონიკიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით 2024 წლის ივლისში ფარულად ჩაიწერა.
გამოძიების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის შემდეგ ნანა ყეინიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს ტოვებს: „ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - დაწერა მან ფეისბუკზე 17 ოქტომბერს.
ყეინიშვილი ბრალდებებს უარყოფს: „კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს“, - დაწერა მან 17 ოქტომბერს ფეისბუკზე.
ასევე ნახეთ
ბრძოლა კრიპტობიზნესისთვის, ნანა ყეინიშვილის ჩანაწერი და ნახევარმილიარდიანი ჯარიმა- გამოძიებამ ასევე გამოავლინა, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ ბიზნესებს, რაც ეროვნული ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.
- 9 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.
- იმავე დღეს ეროვნული ბანკის საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ გამოძიების დასრულებამდე ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.