9 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც პარიზში “დიდი შვიდიანის” საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, ორმხრივი შეხვედრები გამართა გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ჟან-ნოელ ბაროსთან შეხვედრაზე “იმსჯელეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით აშშ-ის ფუნდამენტურ შეშფოთებაზე”.
ასევე ნახეთ
ომის მერე უკრაინის "ოდნავ განსხვავებული ფორმა" და "რეალიები მიწაზე" - აბუ დაბის შეხვედრა მოახლოვდაროგორც საფრანგეთის, ისე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვითარებას ახლო აღმოსავლეთში და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის მნიშვნელობას.
“დასასრულ, მათ იმსჯელეს რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი, ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარების ძალისხმევაზე”, - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის რელიზში რუბიო-ბაროს შეხვედრის შესახებ.
იოჰან ვადეპულთან მარკო რუბიომ ისაუბრა აგრეთვე თავდაცვით ინდუსტრიაში თანამშრომლობაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საფრანგეთში გამგზავრებამდე, 8 ნოემბერს ფლორიდაში მდებარე საჰაერო ბაზაზე უპასუხა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ევროპის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივაზე ჟურნალისტის დასმულ შეკითხვას:
“მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც რუსეთ-უკრაინაზე ვლაპარაკობთ, ერთი საკითხი, რომელიც მუდმივად დგას, არის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება - როგორი იქნება უკრაინის და უფრო ფართოდ, ევროპის კონტინენტის ომისშემდგომი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა?
ასევე ნახეთ
უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილივფიქრობ, ამაზე მიანიშნებს პრეზიდენტი და მიღწეულია გარკვეული პროგრესი იმის განსასაზღვრად, როგორი უნდა იყოს კონფლიქტისშემდგომი ეს არქიტექტურა. ნათელია, რომ ამისთვის უნდა გადავლახოთ კონფლიქტი“, - აცხადებს მარკო რუბიო, რომელიც ფრთხილ იმედს გამოთქვამს აბუ-დაბიში „რაღაც პროგრესის“ მიღწევაზე.
10-11 ნოემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში, გაიმართება უკრაინა-აშშ-რუსეთის მომლაპარაკებელთა სამმხრივი შეხვედრა.