ზელენსკი: რუსეთი ცდილობს უკრაინა მდინარე დნეპრით გაყოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინა მდინარე დნეპრით გაყოს და მაქსიმალურად გააფუჭოს ადამიანების, ქალაქების და სოფლების ცხოვრება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ეს ზელენსკიმ თქვა მასთან, როგორც არმიის უმაღლეს მთავარსარდალთან არსებული საბჭოს სხდომაზე, რომელშიც 9 ნოემბერს მთავრობისა და არმიის მაღალჩინოსნებთან ერთად მონაწილეობდნენ ფრონტისპირა რეგიონების წარმომადგენლებიც.

სხდომაზე განიხილეს რუსეთის დარტყმები ხიდებსა და ენერგოობიექტებზე და სხვა გამოწვევები, რომელთა წინაშეც უკრაინის რეგიონები არიან. ზელენსკის განცხადებით, აუცილებელია, რომ ხელისუფლების ყველა შტო ეფექტიანი იყოს ადამიანების დასცავად და სახელმწიფო რესურსები დაუმატონ იქ, სადაც ეს საჭიროა.

თავდაცვის ძალები

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ქვეყნის თავდაცვის ძალების ქმედებების შედეგად რუსეთს ფრონტზე სარეკორდო დანაკარგი აქვს, გრძელდება დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზეც, რაც რუსეთის მიერ დაწყებულ ომზე სამართლიანი პასუხია და ადასტურებს, რომ ომი უნდა დასრულდეს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი მეომრები აძლიერებენ მოლაპარაკებებში ქვეყნის პოზიციებს.

  • 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. სამმხრივი მოლაპარაკებები თებერვლის შემდეგ არ განახლებულა.

ასევე ნახეთ

უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა აბუ-დაბიში, სადაც 10-11 ნოემბერს სამმხრივი მოლაპარაკებებია დაგეგმილი