იობის შემდეგ, ხელისუფლების მხრიდან სასულიერო პირთა, მათ შორის მაღალიერარქთა, მოსმენაზე, - რის შესახებ ცნობებიც 2021 წელს გავრცელდა, - მესტიელმა მიტროპოლიტმაც ხმამაღლა ისაუბრა.
მიტროპოლიტმა ილარიონმა საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებს შორის ასევე დაასახელა ლუდომანია, ნარკოტიკების „უკონტროლო გავრცელება და წახალისება“ და „მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა“.
მიტროპოლიტი ილარიონის გზავნილის მოკლე შეჯამება, თავისივე სიტყვებით, ასეთია: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე“, რაც გულისხმობს:
- „შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი,
- გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ,
- გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი“.
ასევე ნახეთ
მიტროპოლიტი იობი: დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება„ხელისუფლება, რომელიც ხალხს ზურგს აქცევს“...
მიტროპოლიტი ილარიონი 11 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ „ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე“ და „არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა“.
იგი იხსენებს გრიგოლ ხანძთელისა და ამბროსი ხელაიას და წერს: „სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას“.
„ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს“, - აცხადებს იგი.
„პირადი სივრცის ხელყოფა დაუშვებელია“
ის ასევე აცხადებს, რომ „ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ“.
ასევე ნახეთ
სუსის ხელმძღვანელი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენიწინა დღეს მიტროპოლიტმა იობმაც გააკრიტიკა წლების წინ გამოქვეყნებული ე.წ. სუსის კრებსები, რომელთა შინაარსიც მათში ნახსენებმა არაერთმა ადამიანმა დაადასტურა და რომლებიც მეტწილად სასულიერო პირებს ეხებოდა.
„ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და მოქალაქეთა პირად სივრცეში ასეთი ჩარევა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას და აზიანებს თავად სახელმწიფოს საფუძვლებს“, - აცხადებს მიტროპოლიტი ილარიონი.
ლუდომანია, ნარკოტიკები, დემოგრაფია, იმიგრაცია
„სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს“, - წერს მიტროპოლიტი.
ასევე ნახეთ
საპატრიარქო განზე ვერ დარჩება - ჯაღმაიძე სამორინეებში „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ დაშვების ინიციატივაზემისი განცხადებითვე, „უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა“ და უარყოფით კონტესტში საუბრობს მიგრაციაზე, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან:
„მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას“, - წერს ის.
ამას ის აფასებს „უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკად“ და ამბობს, რომ ეს „პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს“.
ასევე ნახეთ
„ფართო დისკუსია არ იყო საჭირო“ - კობახიძე „საერთაშორისო აზარტული ტურნირების“ ჩატარების შესახებ კანონზე„ეკლესია ვერ დადუმდება კეთილდღეობით“
ის ამავე წერილში ხაზს უსვამს, რომ „სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას“ და წერს:
„ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა“, - აცხადებს იგი.
ეპისკოპოსი ჯამდელიანის ფოტო მიტროპოლიტ იობთან
11 ნოემბერსვე მიტროპოლიტ იობთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანმა), - რომელიც ხშირად აკრიტიკებს ხელისუფლებას, - და ძველი აღთქმიდან შემდეგი ციტატა მოიტანა:
„ნუ ამხილებ უკეთურთა, რათა არა მოგიძულონ შენ, ამხილე ბრძენსა და შეგიყუაროს შენ“.
რა იქადაგმა მიტროპოლიტმა იობმა
მიტროპოლიტმა იობმა 10 ნოემბრის ქადაგებაში მოქმედ ხელისუფლებას „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ უწოდა. ახსენა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, მილიარდერი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფოს დაფინანსება სასულიერო პირებში კომფორტსა და ხელისუფლებაზე დამოკიდებულებას აჩენს, რაც მათ სინდისის კარნახით მოქმედებას ურთულებს.
მიტროპოლიტმა იობმა გაიხსენა 2021 წელს გავრცელებული ფარული ჩანაწერები - „კრებსები“ და თქვა, რომ მათ გამოქვეყნებამდე ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქის კრიტიკის შესაძლებლობაზე ისაუბრა.
„მანამდე, სანამ ამას გამოსცემდნენ, ბიძინა ივანიშვილი გამოდის, რომ პატრიარქის კრიტიკა შეიძლება, პატრიარქიც ადამიანია, შეიძლება მასაც შეცდომები ჰქონდეს. ამას მოჰყვა სწორედ „სუსის კრებსები“. ამან რა გამოიწვია?! ბევრი ხალხი დაბრკოლდა, ბევრმა აღარ დაიწყო ეკლესიაში სიარული“, - თქვა მიტროპოლიტმა.
65 წლის მროველ-ურბნელ მიტროპოლიტი იობს 2000 წელს ებოძა ეს საეკლესიო ხარისხი. 1992 წელს ეპისკოპოსი, ხოლო 1996 წელს მთავარეპისკოპოსი გახდა.
2026 წელს, ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, ის ერთ-ერთი იყო, რომელმაც კათოლიკოს-პატრიარქობა მოინდომა, თუმცა ფარულ არჩევნებში 9 ხმა მიიღო.
პატრიარქად აირჩიეს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), რომელსაც კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ეწოდა.
„ღმერთმა შეუნდოს“ - ოცნების წევრები
მიტროპოლიტი იობის განცხადებებთან დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა 11 ნოემბერს განაცხადა: „ღმერთმა შეუნდოს“.
ამავე პარტიის პარლამენტარმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა: „ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ასეთ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და იყენებს ამისთვის ეკლესიას“.
იგივე თქვა მისმა თანაგუნდელმა გიორგი გაბუნიამ: „გულდასაწყვეტია, როდესაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი იყენებს ამბიონს მცდარი, ტენდენციური და აბსოლუტურად გაუგებარი პოლიტიკური განცხადებებისთვის. ჩვენ გვიყვარს ჩვენი დედა ეკლესია და ჩვენი ეკლესია არის განსაკუთრებული სიყვარულის საგანი“.