ОДКБ-მ ხმის უფლება ჩამოართვა სომხეთს, რომელსაც წევრობა თავად აქვს დე ფაქტო შეჩერებული

გადაწყვეტილება მიიღეს მოსკოვში ОДКБ-ს/კუხო-ს სამიტისას უშიშროების საბჭოზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობდა

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“ (კუხო/ОДКБ) სომხეთის რესპუბლიკას, - რომელსაც ორგანიზაციაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად გაყინული - ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

შეთანხმებას ამ ზომის გამოყენებაზე, - რასაც კუხო 2026 წლის ივნისიდან აანონსებდა, - ორგანიზაციის წევრებმა მიაღწიეს 11 ნოემბერს, მოსკოვში კუხო-ს უშიშროების საბჭოზე, რომელსაც ვლადიმირ პუტინი თავმჯდომარეობდა.

ეს სიახლე 11 ნოემბერსვე, კუხოს სამიტის შემდეგ გააცნო მედიას კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

„სადასმჯელო“ გადაწყვეტილების საფუძვლად კუხო ასახელებს სომხეთის მიერ „საწევრო გადასახადის ორი წლის განმავლობაში გადაუხდელობას“.

ოფიციალურ ერევანს კუხო-ს უახლეს გადაწყვეტილებაზე კომენტარი სტატიის გამოქვეყნების დროისთვის არ გაუკეთებია, თუმცა მას კუხო-ს სხდომებში მონაწილეობა 2 წელიწადზე მეტია, არ მიუღია.

ასევე ნახეთ

პუტინი: "თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ მას რუსული სამხედრო ბაზა არ სჭირდება, ხვალვე გავალთ"

ერევნისთვის ბევრი არაფერი იცვლება

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად:

  • კუხოს წესდებით, თუ წევრი სახელმწიფოები ორი წლის განმავლობაში ვერ შეასრულებენ ორგანიზაციის ბიუჯეტის წინაშე დავალიანების დაფარვის ვალდებულებებს, სობჭოს გარკვეული ზომების მიღება შეუძლია;
  • კერძოდ, საბჭო შეაჩერებს ამ სახელმწიფოს უფლება, წარადგინონ კანდიდატები ორგანიზაციაში ამა თუ იმ თანამდებობებაზე, ასევე გაუუქმებს ხმის მიცემის უფლებას;
  • შეზღუდვა ძალაში იქნება ვალის სრულად დაფარვამდე.

შესაბამისად, სომხეთის მიერ კუხოს ბოიკოტის ფონზე, ეს ზომა ერევნისთვის ბევრს არაფერს ცვლის.

სომხეთის პოზიცია

სომხეთმა 2024 წელს გამოაცხადა, რომ ყინავდა მონაწილეობას კუხოს ღონისძიებებში და მაშინვე თქვა უარი ამ ორგანიზაციის დაფინანსებისთვის საკუთარი წილის გამოყოფაზე.

ერევანი უკვე დიდი ხანია, არ მონაწილეობს ერთობლივ სამხედრო წვრთნებსა და შეხვედრებში, თუმცა ოფიციალურად არ მიუმართავს კუხოდან გასვლის პროცესის დასაწყებად.

ერევანი, მათ შორის პირადად პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, მკაცრად აკრიტიკებს ОДКБ-ს, განსაკუთრებით 2022 წელს აზერბაიჯანის ძალების მიერ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, - როდესაც ამ სტრუქტურამ, ერევნის ხედვით, არა მხოლოდ ვერ დაიცვა თავისი წევრი ქვეყანა, არამედ ადეკვატურად ვერც კი უპასუხა აზერბაიჯანის აგრესიას.

ასევე ნახეთ

ვერ ვხედავ შანსს, რომ სომხეთი ОДКБ-ში დაბრუნდეს - სომხეთის საგარეო მინისტრის მოადგილე

2026 წლის 1 აპრილს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლში დაძაბულ შეხვედრაზე სომხეთი-კუხოს ურთიერთობებიც განიხილეს.

პუტინმა განაცხადა, რომ ორგანიზაციასთან სომხეთის პრეტენზიების საკითხი „უნდა გადაწყდეს“.

საპასუხოდ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა ფაქტობრივად შეაჩერა მონაწილეობა CSTO-ს ღონისძიებებში, „რადგან ხელისუფლებას არ შეუძლია აუხსნას საზოგადოებას, თუ რატომ არ უპასუხა ორგანიზაციამ 2022 წლის მოვლენებს თავისი ვალდებულებების შესაბამისად“.

ასევე ნახეთ

სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ