მიხეილ ყაველაშვილი ანტალიაში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ნიკოლ ფაშინიანმა და მიხეილ ყაველაშვილმა ანტალიაში ხანმოკლე შეხვედრა გამართეს.

2026 წლის 11 ნოემბერს მიხეილ ყაველაშვილი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის კულუარებში შეხვდა ნიკოლ ფაშინიანს.

მეზობელი ქვეყნების ლიდერების ხანმოკლე შეხვედრა, ფაშინიანის თანახმად, „ლიდერების სამიტის“ ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრის შესახებ მოკლე ვიდეო ფაშინიანმა 11 ნოემბერს გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ ლიდერები მარტონი საუბრობენ.

არც მის და არც ყაველაშვილის ადმინისტრაციებს დამატებითი ცნობები ოთხშაბათ გვიან საღამოსთვის არ გამოუქვეყნებიათ.

ასევე ნახეთ

ფაშინიანი: TRIPP-ი, მშვიდობა, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ახალ გლობალურ როლს მოგვიტანს

10 ნოემბერს პრეზიდენტი ყაველაშვილი ანტალიაში შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს. თურქეთში სხვა შეხვედრების შესახებ მის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

10-11 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ანტალიაში შეხვდა: