ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და აშშ, მთავარია უკრაინელი ხალხის ინტერესები - კობახიძე კალასის განცხადებაზე

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით, ერთმანეთში უნდა მოგვარდნენ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ასე გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც აშშ-ს „არ შეუძლია ევროპის სახელით აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე“.

12 ნოემბერს ირლანდიაში „ევროპული პოლიტიკური საზოგადოების“ სამიტის კულუარებში ქართველმა ჟურნალისტებმა კობახიძეს სთხოვეს კაია კალასის კომენტარის შეფასება.

„უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად“

„რა თქმა უნდა, აქ ყველაზე მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხის ინტერესების გათვალისწინება და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების გათვალისწინება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა:

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული უკრაინელი ხალხის ინტერესების შესაბამისად, რაც აქამდე არ ხდებოდა“.

მანამდე კალასის ამ ფრაზას, - რომელიც მან 11 ნოემბერს უთხრა France 24-ს, - გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი და დაწერა:

„აშშ-ზე აქცენტის გაკეთებით კაია კალასი გვერდს უვლის მთავარ ფაქტს: მოლაპარაკების მხარე უკრაინაა, ხოლო ევროპული უსაფრთხოება უკრაინის უსაფრთხოებაცაა“.

  • რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს მიანიშნა, რომ რუსეთი არ წავა კომპრომისზე თავის ხისტ მოთხოვნებთან დაკავშირებით უკრაინაში ომის შესაწყვეტად, თუმცა კრემლში აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ფრონტის ხაზის ერთ-ერთ საკვანძო ქალაქში მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა.
  • პუტინმა განაცხადა, რომ იგი არ შეარბილებს თავის ტერიტორიულ მოთხოვნებს უკრაინის იმ ნაწილების გაკონტროლების თაობაზე, რომელთა ანექსიასაც რუსეთი აცხადებს, და გამორიცხა უკრაინაში უცხოური სამშვიდობო ჯარების განლაგებაზე დათანხმება - ნაბიჯი, რომელიც, მისი თქმით, „ომის გაგრძელება“ იქნებოდა.
  • აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი მოსკოვში აბუ-დაბიში გამართული ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდნენ,

ასევე ნახეთ

პუტინი უკრაინასთან კომპრომისზე არ წავა, მაგრამ ხანმოკლე ზავზე ერთ ქალაქში თანახმაა