უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ე.წ. "რამშტაინის ფორმატის" 37-ე შეხვედრა, რომელიც სამშაბათს, 17 ნოემბერს ნატოს შტაბბინაში გაიმართება, "შედეგიანი უნდა იყოს".
16 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა შეხვედრისთვის მზადების შესახებ:
"თავდაცვის მინისტრი იევჰენი ხმარა წარადგენს ჩვენს საჭიროებებსა და თანამშრომლობის უმთავრეს პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ვკონცენტრირდებით საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო გადამჭერებსა და უკრაინის სამხედრო ავიაციის საბრძოლო მასალაზე. არსებობს ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის დრონების წარმოების გაზრდის პერსპექტივა. ვისაუბრებთ დამატებით დაფინანსებაზე".
პრეზიდენტ ზელენსკის მიაჩნია, რომ პარტნიორებთან ერთობლივ წარმოებას "მეტი იმპულსი სჭირდება" და ის უნდა დაჩქარდეს: "ყოველმა დღემ უნდა მოიტანოს შედეგები უკრაინისა და ჩვენი პარტნიორებისთვის. მოველი შინაარსიან შეხვედრას".
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის "შორი მანძილის სანქციების გეგმა" - რუსეთის ენერგოსამიზნეებზე დარტყმები - წარმატებით სრულდება: "ჩვენი უკრაინული “დიფსტრაიკები” აღწევს სამიზნეებს. დავამტკიცე ახალი ოპერაციები".
ასევე ნახეთ
უკრაინაში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად17 ნოემბერს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში გაიმართება „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის“ მორიგი შეხვედრა. ის დაიწყება თბილისის დროით, 19:00 საათზე და შესავალი ნაწილი ლაივსტრიმით გავრცელდება. ე.წ. „რამშტაინის ფორმატის“ შეხვედრის შედეგების შესახებ თბილისის დროით, 21:30 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია.
უკრაინის პრეზიდენტმა სამშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე 15 ნოემბერსაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ის „შედეგიანი უნდა იყოს“ და პარტნიორები უნდა კონცენტრირდნენ Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემების უზრუნველყოფაზე. :
„რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხე კვლავაც ძალიან სერიოზულია და ჩვენს ხელთ არსებული სადაზვერვო მონაცემებით, მზადდება ახალი დარტყმები“.
ასევე ნახეთ
უკრაინამ „ყირიმის ხიდს" დაარტყა - დე ფაქტო ხელისუფლებავოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებით, უკრაინამ თავისი “შორი მანძილის სანქციებით” - ანუ, რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში არსებულ სამიზნეებზე დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობის გადამუშავების საშუალებების 55%-ზე მეტი გაანადგურა:
“ეს არის ჩვენი ლეგიტიმური პასუხი რუსეთის უარზე - მოახდინოს ჩვენს ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების დეესკალაცია”.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის პირველი შეხვედრა გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე 2022 წლის აპრილში გაიმართა. აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობს დაახლოებით 50 ქვეყნის წარმომადგენელი. პირველ სხდომებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უძღვებოდა. წელიწადზე მეტია ამ ფორმატში გამართულ შეხვედრებს გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის თავდაცვის მინისტრები თანათავმჯდომარეობენ.