„რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება, და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოაჩინეს. ხო ასეა?! - მათი დამოკიდებულებით, მათი გამოხმაურებით... მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი...“ - თქვა მან.
მეუფე იობმა ისაუბრა მორწმუნეობაზეც და ფარისევლობაზეც. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ამ შემთხვევაშიც გულისხმობდა თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებს:
„ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეს არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა - ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა. ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობა არის ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“.
დაახლოებით 10 დღის წინ ეპარქიის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა მეუფე იობის კიდევ ერთი ქადაგება - ის მოქმედ ხელისუფლებას ურწმნოებს უწოდებდა, სასულიერო პირებს კი აკრიტიკებდა, რადგან „უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა“.
ასევე ნახეთ
მიტროპოლიტი იობი: დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება„დღეს რას ვხედავთ. დღეს ვხედავთ, რომ ურწმუნოა ჩვენი ხელისუფლება, არაეკლესიური არის“, - თქვა მან.
ასევე ნახეთ
"ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო" - მიტროპოლიტი იობი ახალ ქადაგებაში„ქართულმა ოცნებამ“ მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს კრიტიკით უპასუხა.
ეს დაპირისპირება მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა იმის გამოც, რომ, წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ოპონენტებს უწოდებდა „ეკლესიის მტრებს“, „ეკლესიის მაგინებლებს“, „ანტიეკლესიურებს“, ახლა კი წმინდა სინოდის ავტორიტეტიანმა წევრმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის ღია მხარდამჭერი იყო, „ურწმუნო“ და „არაეკლესიური“ თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უწოდა.
ასევე ნახეთ
იობის მოთმინება ამოიწურა - რა ძალა აქვს მიტროპოლიტის სიტყვას "ოცნების" ხელისუფლებისთვის?ამის გამო მიტროპოლიტი იობი ზოგ პოლიტიკოსს შორის გახდა ლაშა ნაცვლიშვილის მხრიდან შეურაცხყოფის და თავდასხმის ობიექტი:
- „იობ ტვაიუ მაწ რა... (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)“, - დაწერა მან 2026 წლის 11 ნოემბერს.
- ის ამ ფეისბუკსტატუსის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა.
- ნაცვლიშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტიც იყო.
ასევე ნახეთ
ლაშა ნაცვლიშვილი 2500 ლარით დააჯარიმეს ფეისბუკში მიტროპოლიტ იობის გინების გამო16 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „საჯარო პოლემიკა როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ეკლესიისათვის დამაზიანებელია“:
„ჩვენ მთელი ამ წლების განმავლობაში ეკლესიას თავდასხმებისგან ვიცავდით და ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის როგორც ეკლესიისათვის, ასევე ქვეყნისათვის არის დამაზიანებელი. ეს უნდა გაიაზროს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა.... საჯარო პოლემიკა არის არასწორი და ამას ვეტყოდი ყველას, როგორც სასულიერო პირს, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელს“.