საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა 30 ნოემბრამდე გადაიდო

ბათუმი, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა 30 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.

ამ კვირაში დაგეგმილი სხდომები მოსამართლე გიორგი მოდებაძის მამის გარდაცვალების გამო გადაიდო, უთხრეს რადიო თავისუფლებას სასამართლოში.

დღეს, 24 ნოემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომიდან გააძევა.

შესვენების შემდეგ კოალიციის სხვა წარმომადგენლებიც აღარ დაბრუნდნენ დარბაზში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ კითხვა-პასუხის ეტაპზე მონაწილეობის გაგრძელების უფლება დაკარგეს.

გვარამიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი პარტია 25 ნოემბერს რევაზ ნადარაიას აცილებას მოითხოვდა და ამ მოთხოვნის დასასაბუთებლად ფაქტებს წარადგენდა.

ასევე ნახეთ

სად იყო აგვისტოს ომის დროს ჩამოვარდნილი რუსული „ისკანდერი“ - კითხვა-პასუხი საკონსტიტუციოს სხდომაზე

ამ საქმეზე პირველი სხდომა 21 ოქტომბერს გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ცხრა თვე აქვს. ვადა 2027 წლის 24 ივნისს იწურება.

ყველა სიახლე პარტიების აკრძალვის საქმეზე ნახეთ აქ