პოლონელ ჟურნალისტს ლუკაშენკოს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

ბელორუსიის პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის პოლონეთის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთის ჟურნალისტ ანდრჟეი პოჩობუტს ბრალი წაუყენეს. დანაშაული ორწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ბელორუსიის გენერალური პროკურატურის თანახმად, ბრალდება ეფუძნება ჟურნალისტის 10 სტატიას, რომლებიც „გაზეტა ვიბორჩაში“ გამოქვეყნდა და ლუკაშენკოს ავტორიტარიზმს აკრიტიკებდა. ანდრჟეი პოჩობუტი პოლონეთს გაზეთისათვის მასალებს გზავნიდა ქალაქ გროდნოდან, რომელიც პოლონეთის საზღვართან მდებარეობს.